"ვიტ ჯორჯია" ლიდერებმა დატოვეს

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯია" ძირითადი შემადგენლობის ორ ფეხბურთელს დაემშვიდობა - გურამ გურეშიძეს და დავით ხურცილავას კონტრაქტები დაუსრულდათ და კარიერას ახალ კლუბებში გააგრძელებენ.

ეს "ლელოს" გურეშიძემ უთხრა: "გუნდის ხელმძღვანელობამ იცოდა, კონტრაქტის დასრულების შემდეგ წასვლას რომ ვაპირებდით. ამის გამო, ახალი ხელშეკრულება არ შემოუთავაზებიათ და მოლაპარაკებაც არ გვქონია.

წინადადებები რუსეთის პირველი და საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბებიდან მაქვს.

მოლაპარაკება მიდის და მალე მეცოდინება, ახალ სეზონს სად ვითამაშებ".


აღსანიშნავია, რომ სეზონში "ვიტ ჯორჯიას" მიერ ჩატარებული 32 მატჩიდან გურეშიძემ 31-ში ითამაშა, ყველა ძირითადში და ერთი გოლი გაიტანა -
ეს ერთი მატჩიც ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა.

ხურცილავამ კი 25 მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული