დავით ხურცილავა "დილაში" დაბრუნდა

AutoSharing Option
გამოცდილმა მცველმა დავით ხურცილავამ ქუთაისის "ტორპედო" დატოვა და "დილაში" დაბრუნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გორული კლუბი თავისი საიტით ავრცელებს:

"დავით ხურცილავა "დილაში" დაბრუნდა, 31 წლის მცველმა ჩვენს გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ხურცილავა "დილაში" 2014-16 წლებში თამაშობდა და კლუბის ისტორიაში პირველი ჩემპიონობის ერთ-ერთი შემოქმედია.

ხურცილავა პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, ჩვენი კლუბის გარდა, სხვადასხვა დროს "ვიტ ჯორჯიას", თბილისის "დინამოს", ბოლნისის "სიონისა" და ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას იცავდა".

"დილაში" დაბრუნების შემდეგ მან პირველი კომენტარი გააკეთა:

"დილაში" დაბრუნება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. დავიწყოთ იქიდან, რომ
კლუბში საუკეთესო პერიოდი მაქვს გატარებული და იმედს ვიტოვებ, რომ დაბრუნებაც ძალიან წარმატებული იქნება.

როგორც თავში აღვნიშნე, ეს კლუბი ჩემთვის ახალი არ არის და ვფიქრობ, მის დღევანდელ შემადგენლობასთან ადაპტაცია არ უნდა გამიჭირდეს. ბედნიერი ვარ, რომ მე და კლუბის გულშემატკივრები ისევ შევხვდით ერთმანეთს და ვიმედოვნებ, რომ ერთად კვლავ ვიზეიმებთ წარმატებას".
მკითხველის კომენტარები / 2 /
დილას, გორგიც დაუმატებია და კიდე იმატებს რამოდენიმეს და ჩემპიონიც გახდება!
rezi
17:01 07-01-2020
1
ეშველა გორს.ნეტა გორის მწვრთნელს დამხმარე თუ ყავს საერთოდ
xorgu
01:46 07-01-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული