როგორც ამბობენ, გუნდი შარშან, სლოვენიაში გამართულ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილე იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს დაეყრდნობა, რომლებიც ამჟამად თბილისის "ლოკომოტივსა" და გორის "დილაში" თამაშობენ.
"ლოკომოტივიდან" "ტორპედოში" გადადის ესპანელი მთავარი მწვრთნელი ჟერარდ სარაგოსა მულე, რომელიც "ესპანიოლის" დუბლშემადგენლობასა და კატალონიის 17-წლამდელთა სანაკრებო გუნდს ხელმძღვანელობდა, რამდენიმე წელი კი ყატარის საფეხბურთო აკადემიის სკაუტად მუშაობდა.
ახალგაზრდებზე აქცენტის გაკეთება კარგია, მაგრამ საკადრო რევოლუციას პირველი
26 წლის თავდამსხმელი ქუთაისურ გუნდში გასული სეზონის დაწყებამდე ჩაირიცხა და 33 შეხვედრაში 9 ბურთი გაიტანა.
დათუნაიშვილი კი "ტორპედოში" უმაღლეს ლიგაში დაბრუნების შემდეგ გამოჩნდა. საყრდენმა ნახევარმცველმა 105 მატჩში 12 გოლით გამოიჩინა თავი.
"ტორპედოს" ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კლუბი ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ ორი მოთამაშის შემცვლელის სასწრაფოდ მოძებნა ქუთაისელებს ძალიან გაუჭირდებათ.
თუმცა, დაუზუსტებელი ინფორმაციით, "ტორპედოს" რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი აქვს ჩაფიქრებული. იგეგმება "ზესტაფონის" მცველის - გიორგი ხიდეშელის, გორის "დილას" მცველის - გულვერდ თომაშვილისა და ცენტრალური ნახევარმცველის - გიორგი აბურჯანიას დამატება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ქუთაისის "ტორპედო" გიორგი დათუნაიშვილსა და გიორგი ბერიაშვილს დაემშვიდობა
გია გეგუჩაძის გარეშე - ქუთაისელთა ახალგაზრდული და ესპანური კურსი