ქუთაისის "ტორპედო" გიორგი დათუნაიშვილსა და გიორგი ბერიაშვილს დაემშვიდობა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ორ ფეხბურთელს დაემშვიდობა. გიორგი დათუნაიშვილი და გიორგი ბერიაშვილი კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებენ.

ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

დათუნაიშვილი ქუთაისურ გუნდს უმაღლეს ლიგაში დაბრუნებიდან მოჰყვებოდა. სულ გამოცდილმა ნახევარმცველმა "ტორპედოში" 105 ოფიციალური მატჩი გამართა და 12 გოლი გაიტანა.

ბერიაშვილი გუნდში გასული სეზონის წინ ჩაირიცხა. ფორვარდის ანგარიშზე 33 შეხვედრაში გატანილი 9 გოლია.

კლუბი მადლობას უხდის ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ კარიერაში.

შეგახსენებთ, რომ ახლახან "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა გია გეგუჩაძემ დატოვა. ამიერიდან გუნდს ჟერარდ სარაგოსა მულეტი და ალბერტო
ბეროკალ კორეა
გაწვრთნიან, რომლებმაც გასული სეზონი თბილისის "ლოკომოტივში" გაატარეს.

ასევე იხილეთ:
გია გეგუჩაძის გარეშე - ქუთაისელთა ახალგაზრდული და ესპანური კურსი
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქუთაისის ტორპედოში რა ხდება ამიხსნის ვინმე??? ყველა მიდის და ვინ რჩება იქ ან როგორ უნდა ითამაშოს 16 17 წლის ბიჭებმა ევროპაზე მაშინ როცა შარშან უპრო გამოცდილებმა ვერ გამოიჩინეს თავი , სულ აირია რა ქარტული ფეხბურთი
zura
19:27 29-05-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული