დავინტერესდით, რა ბედი ელის გიორგი ონიანს, რომელსაც "სიონთან" თასის მატჩის დროს ხერხემლის მალა დაუზიანდა და ზურგის ტვინის დახურული ტრავმა მიიღო.
29 წლის ცენტრალურმა მცველმა ჯერ არ იცის, რომელ გუნდში გააგრძელებს კარიერას: გიორგი ხომ, ფაქტობრივად, ქუთაისის "ტორპედოდან" წამოსულია.
"ოპერაციის შემდეგ ჩემი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და უკვე სამი კვირაა, რაც უპრობლემოდ დავდივარ.
ჩემი მონაცემები გერმანიაშიც გავგზავნე და გარკვევით მითხრეს, რომ ფეხბურთს დავუბრუნდები, მაგრამ
რეაბილიტაციის პერიოდი ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება და სავარაუდოდ, ვარჯიშს შემოდგომაზე განვაახლებ, თამაშს კი ახალი წლიდან შევძლებ.
რაც შეეხება "ტორპედოში" ჩემი დარჩენა-არდარჩენის ამბავს, ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია, მაგრამ ყველა გამოცდილი ფეხბურთელი გაუშვეს, ახალგაზრდები უნდათ და რომელი ბავშვი მე ვარ?
თანაც, კონტრაქტი დამიმთავრდა, ახალიც არავის შემოუთავაზებია და არავინ დამტოვებს. ასე რომ, სხვა კლუბის მოძებნა მომიწევს", - ამბობს ონიანი.
იხილეთ ვიდეო
მეორე საკითხია: გიორგის რეაბილიტაციისათვის გერმანიაში წასვლა და საკმაოდ სოლიდური თანხებიც დასჭირდება. საქართველოში კი მოთამაშეები ევროპელებივით დაზღვეულები არ არიან.
მაგრამ "ტორპედოს" სოლიდური ხალხი პატრონობს და გვეეჭვება, ონიანის რეაბილიტაციის ხარჯებს გაექცნენ, მიუხედავად იმისა, რომ გუნდთან კონტრაქტი დაუსრულდა და "ტორპედოს" არანაირი ვალდებულება აღარ გააჩნია. გიორგი ხომ სწორედ ამ გუნდში თამაშის დროს დაშავდა - ასე რომ, აქ ქუთაისელებს გარკვეული მორალური ვალდებულებები ეკისრებათ.
ასევე იხილეთ:
გიორგი ონიანი: მადლობა ღმერთს, გადავრჩი და მაიმედებენ, რომ თამაშს შევძლებ
ქუთაისის "ტორპედო" - გუნდი, რომელიც უკვე წარსულია
"ტორპედოს" მინუსები და შესაძლო პლუსები - ხიდეშელი, აბურჯანია და თომაშვილი ქუთაისში?
კიდე ვერ გაიგედ რომ ამათ ფეხბურთი არაინთერესებდ უბრალოდ ფულებს ათეთრებენ
იმ ახალგაზრდებისთვისაც ცუდი იქნება.