გორის "დილადან" გოგიტა გოგუა და დავით კვირკველია მიდიან?

AutoSharing Option
გორის "დილადან" ოფიციალურად ჯერ არც ერთი ფეხბურთელი არ წასულა, თუმცა კულუარებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ გუნდს გოგიტა გოგუა დატოვებს.

29 წლის გოგუა კარიერას, სავარაუდოდ, უცხოეთში გააგრძელებს. ეროვნულ ნაკრებში მას 27 მატჩი აქვს ნათამაშები, ბოლო დროს კი თემურ ქეცბაიასთვის ის საინტერესო ფეხბურთელი აღარ არის.

"დინამო", "თბილისი", "ხიმკი", "სატურნი", "ნალჩიკი", "ტერეკი" ,"ვოლგა" - გოგუას, "დილას" გარდა, ამ გუნდებშიც უთამაშია, გამოცდილება არ დაეწუნება და ალბათ, უპრობლემოდ მოძებნის ახალ კლუბს.

"დილასთან" განშორებას 32 წლის დავით კვირკველიაც აპირებსო - ეს ინფორმაცია უფრო ადრე გავრცელდა. ამ მარცხენაფლანგელის
გადაბირება, "დინამო თბილისის" გარდა, აზერბაიჯანულ გუნდებსაც სურთო და ვნახოთ, რამდენად გამართლდება მითქმა-მოთქმა.

"დილას" გიორგი დევდარიანის სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ხოლო, თუ რომელი ფეხბურთელებით დაკომპლექტდება გუნდი დამდეგი სეზონისთვის, ამ ყველაფერზე კონკრეტული პასუხი "დილაში" ჯერ არ აქვთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

არამხოლოდ ახალგაზრდული ჟინით - გიორგი დევდარიანი გორის "დილაში"
გორის "დილა" - მოვერცხლილი ისტორია
გოგიტა გოგუა: ქეცბაია და ფიფია ცდილობენ, კარიერა დამინგრიონ!
თემურ ქეცბაია: ნაკრებში იქნება ის, ვინც საქართველოს გამარჯვებაზე იფიქრებს!
გოგიტა გოგუას სიმართლის დრო: ნაკრები საქართველოსია და არა - ქეცბაიასი!
მკითხველის კომენტარები / 2 /
კვირკველ არ წახვიდე გორიდან მაგ გუნდს ჭირდები, იქნებ სკა ენერგიას ბიჭებიც დავაბრუნოთ ისევ დილაში.
bibo
07 ივნისი 2013 16:59
0
მალე ქართველები და ქართული ფეხბურთი კი არა ცსაქართველოც სახემწიფოს ადგილზე აზერბაიჯანი და ალბა სომხეთი რუსეთი ტურქეთი იქნება ქართველებისვე მეშვეობით იმიტომ რომ თქვენ ფულზე გაყიდული ერი ხართ.
gaga
07 ივნისი 2013 13:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული