ელგუჯა გრიგალაშვილი ადასტურებს: "დინამოსთან" მოლაპარაკება მიმდინარეობს

AutoSharing Option
10 ივნისს თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების ნაწილი შეიკრიბა და მათ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკაში სამედიცინო შემოწმება გაიარეს.

შემოწმებაზე სულ 13 მოთამაშე გამოცხადდა. ჯერ გუნდში ახალწვეულებზე ლაპარაკს ერიდებიან, თუმცა დანამდვილებით შევიტყვეთ, რომ 10 ივნისს, სხვებთან ერთად, ტესტირებაზე რუსთავის "მეტალურგის" 24 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი მიქაბერიძეც გამოცხადდა.

გიორგიმ გასულ სეზონში რუსთავურ კლუბში 24 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

გავრცელდა ხმები, რომ შესაძლოა, საქართველოს ნაკრებისა და ქუთაისის "ტორპედოს" წევრმა ელგუჯა გრიგალაშვილმაც კარიერა "დინამოში" გააგრძელოს.

ფეხბურთელმა "ლელოსთან"
არ დამალა, რომ ასეთი შესაძლებლობა არსებობს:

"გამორიცხული არ არის, "დინამოში" ვითამაშო - მოლაპარაკება მართლაც მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ კლუბები არ შეთანხმებულან და საკითხი გადაწყვეტის პროცესშია.

ასე რომ, არ ვიჩქარებ და ჯერ ვერ ვიტყვი, რომ დინამოელი გავხდი".

23 წლის გრიგალაშვილი შემტევი ნახევარმცველია, გასულ სეზონში 26 მატჩში 6 გოლი გაიტანა, პროგრესი აშკარად დაეტყო და თემურ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში მიიწვია.

თბილისელებს მოედნის ცენტრში პრობლემები აქვთ და ამ პერსპექტიული მოთამაშის დამატება გუნდს მართლაც არ აწყენდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ელგუჯა გრიგალაშვილი: ძმებს ნაკრებში ერთად თამაში არ გვეღირსა
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ აქვს ამ ხალხს არანაირი პრინციპის გრძნობა ტორპედოს ფეხბურთელი დინამოში გადმოსვლაზე რო ოცნებობს, ისეთი ჩემპიონატის ყურება მართლა აღარ ღირს. იგივე რუსთავს. დროა კადრების შერჩევაზე სათანადოდ იფიქრონ გუნდებმა
dato
16:27 11-06-2013
0

სიახლეები პოპულარული