იმის გათვალისწინებით, რომ ამ ბოლო დღეებში იმერეთში საკმაოდ ცხელოდა, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მწვანე საფარზე საგანგაშო მდგომარეობა შეიქმნა... გაზონის გადარჩენაში დახმარებისთვის კლუბმა ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა. როგორც ვიუწყებოდით, მინდვრის გადარჩენის საქმეში ჩართულები მეხანძრეებიც კი გახლდნენ, თუმცა სიტუაციის კარდინალურად შეცვლისათვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
კლუბმა კიდევ ერთხელ მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვნით,
თუმცა, აქვე უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ კლუბში შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ახლაც გაურკვეველია თუ რა ელის ზესტაფონურ გაზონს მიმდინარე თვის ბოლოს, როდესაც კლუბი კომპანია "ენერგო-პროსაგან" მორიგი თვის დავალიანების გადახდის შესახებ შეტყობინებას მიიღებს...
fczestafoni.ge