მარტვილის "მერანს" ისევ პრე­ზი­დენ­ტი აფი­ნან­სებს, სტა­დი­ონს კი ფი­ნან­ს­თა სა­მი­ნის­ტ­რო

AutoSharing Option
რამ­დე­ნი­მე დღის წინ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტ­მა ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვამ გა­ნაცხა­და, რომ მო­მა­ვალ უმაღ­ლეს ლი­გა­შიც 12 გუნ­დი ითა­მა­შებს და ჩემ­პი­ო­ნა­ტის სის­ტე­მაც უც­ვ­ლე­ლი დარ­ჩე­ბა.

სფფ-ის თავ­კაც­მა ისიც თქვა, რომ 12 უმაღ­ლეს­ლი­გე­ლი­დან ჩემ­პი­ო­ნატ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე თან­ხ­მო­ბა უკ­ვე თქვა 11-მა კლუბ­მა და მხო­ლოდ "ზეს­ტა­ფო­ნის" სა­კითხი არის გა­სარ­კ­ვე­ვი.

"ზეს­ტა­ფო­ნის­გან" კი, სამ­წუ­ხა­როდ, ფე­დე­რა­ცი­ას პა­სუ­ხი ჯე­რაც არ მი­უ­ღია. უც­ვ­ლე­ლია კლუ­ბის პრე­ზი­დენ­ტის, ილია კო­კა­ი­ას პო­ზი­ცია: მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ბი­უ­ჯე­ტი­დან ან სა­ერ­თოდ არ და­ფი­ნან­ს­დ­ნენ კლუ­ბე­ბი, ან ყვე­ლას და­ეხ­მა­რონ.

ასე რომ, ბო­ლო წლე­ბის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი კლუ­ბის მო­მა­ვა­ლი კვლავ კითხ­ვის ნიშ­ნის
ქვე­შაა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ლე­ლომ" გაც­ნო­ბათ, რომ "ზეს­ტა­ფონ­ში" ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სურ­ვი­ლი ერთ უცხო­ურ კომ­პა­ნი­ას აქვს, მაგ­რამ ამ კუთხით სი­ახ­ლე­ე­ბი ჯერ არ ის­მის.

გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბი­უ­ჯე­ტო დახ­მა­რე­ბა მი­ი­ღო კი­დევ ერ­თ­მა უმაღ­ლეს­ლი­გელ­მა - მარ­ტ­ვი­ლის "მე­რან­მა", თუმ­ცა, რო­გორც გუნ­დის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა მალ­ხაზ ჟვა­ნი­ამ დაგ­ვი­კონ­კ­რე­ტა, ფი­ნან­ს­თა სა­მი­ნის­ტ­რო­დან "მე­რა­ნი" თან­ხას მი­ი­ღებს სტა­დი­ო­ნის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თ­ვის, უშუ­ა­ლოდ კლუ­ბის შე­ნახ­ვას კი კვლავ მი­სი პრე­ზი­დენ­ტი ფრი­დონ ინ­ჯია უზ­რუნ­ველ­ყოფს.

ჟვა­ნი­ას თქმით, "მე­რა­ნის" ახა­ლი ბი­უ­ჯე­ტი 2013 წლის ბო­ლომ­დე უკ­ვე დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლია და ახალ წლამ­დე კლუბს ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი არ ემუქ­რე­ბა. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში კი მარ­ტ­ვი­ლე­ლე­ბი ახა­ლი სე­ზო­ნის­თ­ვის მზა­დე­ბას შე­უდ­გე­ბი­ან და მა­თი ბა­ნა­კი­დან კონ­კ­რე­ტულ სატ­რან­ს­ფე­რო სი­ახ­ლე­ებ­საც შე­ვიტყობთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარტვილის "მერანი" - შესაძლებლობის მაქსიმუმი
ფრიდონ ინჯია: გაურკვეველია, "მერანი" გააგრძელებს თუ შეწყვეტს არსებობას
ფრიდონ ინჯია: ბატონო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტო, გაგვეცით პასუხი!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული