შეკრების პირველ ორ ეტაპს "მერანი" მარტვილში გაივლის, რის შემდეგაც საქართველოს შავიზღვისპირეთში გადაინაცვლებს - ან ურეკში, ან ქობულეთში.
ჯერ უცნობია, ვისთან და როდის გამართავს "მერანი" საკონტროლო მატჩებს.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ჟვანიამ იმ ფეხბურთელების ვინაობა შეგვატყობინა, რომლებიც გუნდიდან წავიდნენ და განხორციელებული და სავარაუდო ტრანსფერების შესახებაც გვესაუბრა.
"მერანიდან" წასული მოთამაშეების სია ასეთია:
მეკარე: მიხეილ მუჯირიშვილი.
მცველები: ვალერი იობაშვილი და
თავდამსხმელები: მამუკა ტორონჯაძე, ბერდია შარვაძე და ბექა ზაქრაძე.
საფეხბურთო კარიერა დაასრულა ვეტერანმა ნახევარმცველმა გივი დიდავამ, რომელიც საქმიანობას "მერანის" სამწვრთნელო შტაბში გააგრძელებს.
რაც შეეხებათ ახალწვეულებს:
"მერანის" ღირსებას დაიცავს მეკარე მიხეილ ხარშილაძე, რომელმაც გასული სეზონი ფოთის "კოლხეთში" გაატარა;
მარტვილური კლუბი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს "კოლხეთის" კიდევ ორ ფეხბურთელთან, თემურ ფარულავასა და ომარ გოგონაიასთან და სავარაუდოდ, მათთანაც მიაღწევს შეთანხმებას;
"მერანში" გადავიდა შოთა ბაბუნაშვილი, რომელსაც გულშემატკივართა წინაშე განსაკუთრებული წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. მას "ზესტაფონთან" კონტრაქტი ამოეწურა;
მერანელია ასევე ნახევარმცველი გიორგი მელქაძე, რომელიც გულშემატკივრებს ყველაზე მეტად "ვიტ ჯორჯიადან" ახსოვთ, გასული სეზონი კი პირველლიგელ "სამტრედიაში" გაატარა;
"სამტრედიიდან" "მერანმა" კიდევ ერთი შუახაზელი, შოთა კერძევაძე გადაიბირა.
შესაძლოა, "მერანში" გიორგი ქუცურუაც ვიხილოთ, რომელსაც არაერთი ქართული უმაღლესლიგური კლუბის ღირსება დაუცავს.
ჯერ უცნობია, დარჩება თუ არა "მერანში" გუნდის საუკეთესო ბომბარდირი საბა ლომია. როგორც იცით, იგი "ზესტაფონის" საკუთრებაა. თუ ლომია ვერ შეინარჩუნეს, მარტვილელები ახალი თავდამსხმელის ძიებას დაიწყებენ.
ჟვანიას თქმით, არც სხვა ტრანსფერების განხორციელებაა გამორიცხული.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მარტვილის "მერანს" ისევ პრეზიდენტი აფინანსებს, სტადიონს კი ფინანსთა სამინისტრო
მარტვილის "მერანი" - შესაძლებლობის მაქსიმუმი
ფრიდონ ინჯია: გაურკვეველია, "მერანი" გააგრძელებს თუ შეწყვეტს არსებობას
ფრიდონ ინჯია: ბატონო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტო, გაგვეცით პასუხი!