გიგა ბეჭვაიას სამი ვარიანტი - "ჩიხურა", "სიონი" და "მეტალურგი"

AutoSharing Option
გორის "დილას" ხელახალი დაკომპლექტება ახლახან დაიწყო, თუმცა ზოგიერთი ფეხბურთელის საკითხი უკვე გარკვეულია - მაგალითად, "დილაში" აღარ ითამაშებს 26 წლის ნახევარმცველი გიგა ბეჭვაია.

2012-13 წლების სეზონის დასრულების შემდეგ "დილას" ყველა ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა და შესაძლოა, ბევრი მათგანი ისევ ამ გუნდში დარჩეს.

რაც შეეხება ბეჭვაიას, შევიტყვეთ, რომ მისით სამი გუნდია დაინტერესებული: საჩხერის "ჩიხურა", ბოლნისის "სიონი" და რუსთავის "მეტალურგი".

ბეჭვაიას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში - ნახევარდაცვის ცენტრში ან მარჯვნივ, კიდევ განაპირა მცველად. "დილამდე" ის "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელი იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

როგორი იქნება "დილა"? ბრაზილიელები და გოგიტა გოგუა ხურდაზე არ ითამაშებენ
გიგა ბეჭვაია რუსეთის პირველი ლიგის გუნდში დამკვიდრებას ცდილობს
ამნისტირებული გიგა ბეჭვაია: იმედია, ჩემში ისევ ფეხბურთელს დაინახავენ
"გაყიდული თამაშები" - ვინ ვინ არის
მკითხველის კომენტარები / 1 /
რუსთავში გელით ფგადმო რა ძმურად
irakli baramidze
14:44 19-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული