2012-13 წლების სეზონის დასრულების შემდეგ "დილას" ყველა ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა და შესაძლოა, ბევრი მათგანი ისევ ამ გუნდში დარჩეს.
რაც შეეხება ბეჭვაიას, შევიტყვეთ, რომ მისით სამი გუნდია დაინტერესებული: საჩხერის "ჩიხურა", ბოლნისის "სიონი" და რუსთავის "მეტალურგი".
ბეჭვაიას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში - ნახევარდაცვის ცენტრში ან მარჯვნივ, კიდევ განაპირა მცველად. "დილამდე" ის "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელი იყო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
ასევე იხილეთ:
როგორი იქნება "დილა"? ბრაზილიელები და გოგიტა გოგუა ხურდაზე არ ითამაშებენ
გიგა ბეჭვაია რუსეთის პირველი ლიგის გუნდში დამკვიდრებას ცდილობს
ამნისტირებული გიგა ბეჭვაია: იმედია, ჩემში ისევ ფეხბურთელს დაინახავენ
"გაყიდული თამაშები" - ვინ ვინ არის