გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ხაჩიძემ იქ ეს ფეხბურთელები წაიყვანა: გიორგი ნადირაძე, ვლადიმერ ზუხბაია, ლევან ჭაფოძე, ლევან ქურდაძე, ლევან თვალავაძე, გიორგი ცერცვაძე, ანატოლი ხუბეჟოვი, თამაზ მაქაცარია, უჩა ბურძენაძე, თეიმურაზ შონია, ვლადიმერ კილასონია, გიორგი ნარიმანიძე, კახაბერ კაკაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, თორნიკე თუხარელი, კონსტანტინე ხიზანეიშვილი, ლაშა კემუხტაშვილი, ნიკა მგელაძე, გიორგი თექთურმანიძე, ლაშა ჩაფიძე, ვახტანგ ფანცხავა, გუგა კიკნაძე, დავით ნანიევი, ზვიად მეტრეველი.
"სპარტაკი" ბაკურიანში თორმეტი დღე გაჩერდება, მანამდე თითქმის ერთი კვირა კი თბილისში ემზადებოდა.
"სპარტაკთან" ერთად
შეგახსენებთ, რომ "სპარტაკში" "დინამო" თბილისიდან იჯარით ორი ფეხბურთელი მივიდა: საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 21 წლის კაპიტანი ნიკა კვეკვესკირი და 22 წლის შემტევი შუახაზელი გიორგი თექთურმანიძე.
"სპარტაკში" კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელია: 20 წლის შემტევი ნახევარმცველი დავით ნანიევი, ვინც მანამდე რუსეთის მეორე ლიგის "ჩერნომორეცის" (ნოვოროსიისკი) მოთამაშე გახლდათ, იქამდე კი ვლადიკავკაზის "ალანიას" დუბლებში თამაშობდა.
ნანიევის "სპარტაკში" ტრანსფერი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სამზადისი. ცხინვალის "სპარტაკი": სელექცია გრძელდება
ცხინვალის "სპარტაკი" ბესიკ ჩიმაკაძესთან და ვახტანგ ფანცხავასთან თათბირობს
ვლადიმერ ხაჩიძე: ჩვენი ჩემპიონატი ნაკრებისთვის კონვეიერად ვერ გამოდგება
ვლადიმერ ხაჩიძე: ცხინვალის "სპარტაკის" კოზირი გუნდის ხელწერაა
ვლადიმერ ხაჩიძე: ქომაგი რომ გვყოლოდა, არ დავქვეითდებოდით
ზვიად მეტრეველი: მადლობა პრეზიდენტს, დიმა სანაკოევი სულ გვერდში გვედგა!