ქუთაისის "ტორპედო": გიორგი ონიანსა და ვალერი ბოლქვაძეს ხელს არ ვკრავთ

AutoSharing Option
დასამალი არავისთვის არის - გულშემატკივრისთვის გაუგებარია, რატომ გაუშვეს ქუთაისის "ტორპედოდან" ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მწვრთნელი გია გეგუჩაძე.

ის "ესპანიოლის" საფეხბურთო სკოლისა და თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟერარ სარაგოსა მულეტიმ შეცვალა, რომლის კვალიფიკაცია რეალურად უცნობია.

მაგრამ ამაზე არანაკლებ აქტუალური გახდა ორი ტრავმირებული ფეხბურთელის გაშვება: გიორგი ონიანმა "ტორპედოს" წარმატებისთვის მოედანზე დადო თავი და დღემდე მკურნალობს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გულშემატკივრისთვის მისი ამბავი ცნობილია, ვალერი ბოლქვაძის ტრავმა კი ბევრისთვის უცნობი დარჩა. 25 წლის შემტევ ნახევარმცველს ქუთაისურ კლუბში თამაშის დროს ჯვარედინი იოგები გაუწყდა და
არანაკლებ ხანგრძლივი და ძვირად ღირებული მკურნალობა ესაჭიროება.

"გეგუჩაძესთან თანამშრომლობა გვსურდა, მაგრამ "ლოკომოტივიდან" გადმოსული მოთამაშეები და სარაგოსა ერთიანი ორგანიზმი იყო და მისი დაშლა არ გამოდიოდა.

რაც შეეხებათ ტრავმირებულებს: ჩვენ არ გავურბივართ მორალურ პასუხისმგებლობას და კარგად გვესმის, რომ დასაფასებელია თითოეული ტორპედოელი, ვისაც კლუბის წარმატებაში წვლილი შეუტანია.

გიორგი ონიანი კი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშე იყო. საბედნიეროდ, ის დროულად გამოჯანმრთელდა და რეაბილიტაცია ესაჭიროება.

სხვათა შორის, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებსაც ველაპარაკე და გიორგის ისინიც ყველანაირად დაეხმარებიან.

ამას გარდა, ჩვენ ონიანს ხელფასს მანამდე შევუნარჩუნებთ, სანამ მოედანს დაუბრუნდება.

ვალერი ბოლქვაძე პერსპექტიული ფეხბურთელია, მშვენიერ ფორმაში იყო და სამწუხაროა, ტრავმამ რომ შეაჩერა მისი პროგრესი. იმედია, მალე გამოჯანმრთელდება და მოედანს დაუბრუნდება.

კლუბმა ევროპაში მისი მკურნალობის ხარჯები მთლიანად დაფარა და ოპერაციის გასაკეთებლად მალე გერმანიაში გაემგზავრება. ამავე დროს, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ხელფასი მასაც შევუნარჩუნეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ კლუბისთვის ბევრი გააკეთა",
- გვითხრა "ტორპედოს" პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ.

ეს ამბავი ვალერი ბოლქვაძემ დაადასტურა:

"დიახ, "ტორპედოდან" წამოსვლის მიუხედავად, გუნდი ფინანსურად დამეხმარა. ჯვარედინი იოგები დამიზიანდა და მკურნალობასა და რეაბილიტაციას 6 თვე მაინც უნდა.

ახლა ვარკვევ, ოპერაციას სად გავიკეთებ და რეაბილიტაციას როდის დავიწყებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტრავმა რომ მივიღე, "ტორპედოს" საქმეს ვაკეთებდი - ვინ დაეხმარება გიორგი ონიანს?
გიორგი ონიანი: მადლობა ღმერთს, გადავრჩი და მაიმედებენ, რომ თამაშს შევძლებ
გია გეგუჩაძე: რომ არა მწვრთნელობა, ჟურნალისტი გავხდებოდი
მკითხველის კომენტარები / 2 /
ონიანს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ მალე.
ეხლა იმაზე მინდა გითხრათ, ჟერარ სარაგოსას რო კბენთ წამდაუწუმ ლელოს სხვადასხვა ავტორები.
კვალიფიკაცია როგორაა უცნობი, თუ ლოკომოტივში მოსვლის მერე 12 თამაში მოიგო 15-დან და არცერთი არ წაუგია? ან, ესპანეთში თუ ლიცენზია აიღო და მუშაობდა, მეტი რა კვალიფიკაცია მოგინდათ იმ ქვეყანაში, სადაც ყველა ძაღლი და მამაძაღლი ფეხბურთშია დასაქმებული, კორუფცია და ნეპოტიზმი მძვინვარებს და ფეხბიურთელები არ იზრდებიან წლების განმავლობაში?
ყასიდად წერა მაგრა იცით, აუ, რამხელა პრობლემებიაო და ვინც ამ პრობლემებს ქმნის, თქვენ რო გკითხოთ, ყველა კაი კაცია. ქართველი მწვრთნელების უმეტესობა გასაყრელია ფეხბურთიდან და სარაგოსას მსგავსი ხალხი თუ ჩამოვა და იმუშავებს, უნდა გიხაროდეთ.
დუდუ
13:48 27-06-2013
0
"ის "ესპანიოლის" საფეხბურთო სკოლისა და თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟერარ სარაგოსა მულეტიმ შეცვალა რომლის კვალიფიკაცია რეალურად უცნობია". ხომ აზრობთ რა მაგრად "აზროვნებს" ამ სტრიქონების ავტორი. "ესპანიოლის" საფეხბურთო სკოლის მავარი მწრვთნელად ნამუშევარიაო, მაგრამ კვალიფიკაცია როგორი აქვს უცნობიაო.
მართლაც რომ ძალზე დ.......ლი ჟურნალისტები გვყავს საქართვრლოში, ყველა მიმართულებით. ხომ შეიძლება ამ ხალხს ჩაუტაროს ვინმემ ტრეინინგი ან გაყარონ და სხვები მიიღონ. რაც მოადგებათ ენაზე იმას წერენ.
soko
15:08 28-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული