ლევან ფხაკაძე: "ტორპედოსა" და ქართული ფეხბურთის მომავლისთვის სხვა არჩევანი არ გვქონდა

AutoSharing Option
ნიონში გამართულ წილისყრაზე ქართული გუნდებიდან ყველაზე სოლიდური მეტოქე ქუთაისის "ტორპედოს" შეხვდა - 2010/11 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე სლოვაკური "ჟილინა".

ცხადია, ჟილინელებს ახლა მაშინდელი დონის გუნდი აღარ ჰყავთ, მაგრამ "ტორპედოსთვის" მაინც რთული დასაძლევი მეტოქე ჩანს, მით უფრო, შემადგენლობის მეტისმეტი გაახალგაზრდავების ფონზე.

გუნდის პრეზიდენტი, კომპანია "ვისოლის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ფხაკაძე კი დარწმუნებულია, რომ სლოვაკებს ბრძოლას გაუმართავენ:

"ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილეობა და სლოვაკეთის 7-გზის ჩემპიონობა "ჟილინას" დონეზე მეტყველებს. მართლაც ძლიერი მეტოქე შეგვხვდა და ცხადია, გაგვიჭირდება, მაგრამ დიდი სურვილი
მაქვს, რომ ეს ეტაპი გადავლახოთ და ახალგაზრდა ბიჭებით ეს გამოცდა წარმატებით ჩავაბაროთ.

საერთოდ, ძალიან რთული გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ ჩვენი არჩევანის სისწორეში დარწმუნებული ვარ - ქუთაისის "ტორპედოში" მომავლის გუნდს ვაშენებთ და ადრე თუ გვიან, ეს გზა შედეგებს მოგვიტანს.

ჩვენი გუნდისა და ქართული ფეხბურთის მომავლისთვის სხვა არჩევანი არ გვქონდა".


საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა უმაღლესი ლიგის კლუბებს გარკვევით უთხრა, რომ სახელმწიფოსგან 2 მილიონი ლარის მიღებას ტყუილად იმედოვნებენ (იხილეთ ვრცლად).

მას შემდეგ კლუბების თავკაცთა აქტიურობა აღარ შეინიშნება. ხომ არ შეჩერდა ეს პროცესი?

"აქტიურობა ნამდვილად არ შეგვიწყვეტია. ჩვენ ჯერ ზუსტად ისიც არ ვიცით, საბოლოოდ, სახელმწიფო რა პოზიციას დაიკავებს. ისიც კარგად გვესმის, რომ ხელისუფლება ყველა საჭირო გადაწყვეტილებას ერთ დღეში ვერ მიიღებს, ამას ხანგრძლივი ფიქრი სჭირდება.

თუმცა, იმედია, ფეხბურთის განვითარებისა და წინსვლისთვის აუცილებელ გადაწყვეტილებებს მალე მიიღებენ.

2-3 გუნდის მყარი ფინანსური მდგომარეობა საინტერესო ჩემპიონატის წინაპირობად ვერ გამოდგება. საქართველოში მეტი გუნდი არც მოიძებნება, რომელიც მომდევნო ჩემპიონატში მონაწილეობის მყარ გარანტიას წარადგენს.

ადრე თუ გვიან, ეს ვითარება უნდა შეიცვალოს. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი სპონსორი მოვიზიდოთ. და თუ ეს მოხდა და ყველა კლუბს კერძო მეპატრონე ეყოლება, სულ სხვა ჩემპიონატს მივიღებთ.

ეს არის ჩვენი ფეხბურთის განვითარებისთვის აუცილებელი ერთადერთი სწორი გზა".


ლევან ფხაკაძე: ხელისუფლება გადაწყვეტილებას უცებ ვერ მიიღებს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ქუთაისის "ტორპედო": გიორგი ონიანსა და ვალერი ბოლქვაძეს ხელს არ ვკრავთ
წილისყრა. ქუთაისის "ტორპედო": "ჟილინა" - საუკუნოვანი ისტორია და ევროპული ამბიცია
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეხლა აბა რას იტყვის. მთავარი შეცდომა იყო თავიდანვე ასე უპრაკუნოდ გუნდის გაჩუქება. მალე ვნახავ ტორპედოს სტადიონზე ბინათმშენებლობას ან ისე გაყიდიან პირდაპირ.
ramo
16:18 28-06-2013
0
ძალიან მალე ქუთაისი საფეხბურთო სამყაროს ცენტრი გახდება. ერთი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა მწვრთნელი ტორპედოში მივა და ფეხბურთში გადატრიალებას მოახდენს.ის უკვე 7 წელია ერთ მაგარ იდეაზე მუშაობს და უკვე ფაქტიურად დაამთავრა. 2015 წელს თბილისში ევროპის სუპერთასი იმართება და მასში ევროპალიგის გამარჯვებული ქუთაისის ტორპედო ჩემპიონთა ლიგის მფლობელს დიდი ანგარიშით დაამარცხებს.რათქმაუნდა ეს განცხადება დაუჯერებელია მაგრამ მენდეთ, ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწისი იქნება და წინ ქართულ ფეხბურთს გრანდიოზული გამარჯვებები ელოდება.
svanski
19:55 28-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული