ილია კოკაია გია გეგუჩაძეს: დაბრუნდი "ზესტაფონში"!

AutoSharing Option
დიდი შანსია, რომ გია გეგუჩაძე ხელმეორედ გახდეს "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი - ინფორმაცია სანდო და კონფიდენციალურმა წყარომ მოგვაწოდა.

ისიც შევიტყვეთ, რომ "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია უკვე შეხვდა გეგუჩაძეს და "ზესტაფონში" დაბრუნება შესთავაზა.

ერთი სიტყვით, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ "ზესტაფონი" არ დაიშლება და კლუბს ისევ კოკაია გაუძღვება.

ჩვენი ინფორმაციით, კოკაია ამბიციური გუნდის შექმნას აპირებს, რომელიც მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს და გეგუჩაძეს კანდიდატურასაც ამის გამო მიანიჭა უპირატესობა.

"ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონი პირველად სწორედ გეგუჩაძის თავკაცობით გახდა 2011 წელს. გეგუჩაძის ხელში "ზესტაფონს" ჰქონდა მკვეთრად
გამორჩეული ხელწერა, ის სახე, რაც განასხვავებდა მას სხვა გუნდებისგან.

იმასაც შეგახსენებთ, რომ გეგუჩაძეს ხელმძღვანელობით "დინამო თბილისმა" 2004 წელს საქართველოს თასი მოიგო და იმავე წელს უეფას თასის ჯგუფში გავიდა - ევროსარბიელზე მსგავსი შედეგი ქართული გუნდის არც ერთ მწვრთნელს არ ჰქონია.

გეგუჩაძე ბოლოს ქუთაისის "ტორპედოში" მუშაობდა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ მას ესპანელი მულეტ სარაგოსა ამჯობინა.

მივა თუ არა გეგუჩაძე ხელმეორედ "ზესტაფონში", ორ-სამ დღეში გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ზესტაფონს" თუ უჭირს, ავსტრიულ შეკრებაზე როგორღა მიდის?!
გია გეგუჩაძე: რომ არა მწვრთნელობა, ჟურნალისტი გავხდებოდი
გია გეგუჩაძის გარეშე - ქუთაისელთა ახალგაზრდული და ესპანური კურსი
გია გეგუჩაძე: რას ვუპირებთ საკუთარ ჩემპიონატს?
გია გეგუჩაძე: ევროპელების კომპლექსი გვაქვს და თამაშს დაწყებამდე ვაგებთ
გია გეგუჩაძე: საქართველოს საფეხბურთო ცენტრები ესაჭიროება
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვავა ვა მაგარი ამბავი! მიდი ზესტაფონ და კოკაია!
0
და მერე რამდენ თვეში გაუშვებს? ;(
del piero 10
16:11 29-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული