შეგახსენებთ, გეგუჩაძე "ტორპედოში" გადასვლამდე სწორედ "ზესტაფონს" თავკაცობდა, ვისთან ერთადაც ქვეყნის ჩემპიონის ტიტული 2010/11 წლების სეზონში მოიპოვა.
"ზესტაფონიდან" წინადადება ნამდვილად არის, თუმცა ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და საკითხის განხილვა მიმდინარეობს", - თქვა გეგუჩაძემ Sportall.ge-სთან საუბარში.
ტორპედოელთა ყოფილმა თავკაცმა ასევე კომენტარი Sportall.ge-ს მკითხველთა მიერ შედგენილ სიმბოლურ ნაკრებზეც გააკეთა, სადაც ჩვენის საიტის მომხმარებლებმა ის საქართველოს ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.
"ძალიან მიხარია. მინდა მადლობა
შევეცდები, ჩემი კარიერა ისე წარვმართო, რომ მომავალშიც დავიმსახურო გულშემატკივრის სიმპათია".
ასევე იხილეთ:
ილია კოკაია გია გეგუჩაძეს: დაბრუნდი "ზესტაფონში"!
საქართველოს ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს მკითხველთა ვერსიით