ზვიად სიჭინავას ინიციატივა: ჩაწყობაც სისხლის სამართლის დანაშაულია!

AutoSharing Option
ზვიად სიჭინავამ "ლელოსთან" ლაპარაკში გაამხილა, რომ მთავრობას ინიციატივით მიმართა. მისი მიზანია, ჩაწყობილ თამაშებს ბრძოლა სახელმწიფო დონეზე გამოუცხადონ.

"გვაქვს წინადადება, რომ ჩაწყობილი თამაშები სისხლის სამართლის დანაშაულად აღიარონ.

ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წერილობით მივმართეთ და იმედია, ჩვენს ინიციატივას გაიზიარებენ",
- გვითხრა სიჭინავამ.

გარიგებული მატჩები რომ ქართული ფეხბურთის სერიოზული თავისტკივილია, ამაზე არავინ დავობს. ბოლო დროს ფეხბურთის ფედერაცია ამ კუთხით საკმაოდ აქტიურობს. ასე მაგალითად, 17 ივნისს ფედერაციაში სპორტული სამართლიანობის ჯგუფი ჩამოყალიბდა.

"ჯგუფის მიზანია სამუშაო პროექტის შემუშავება და პროცესის ხელმძღვანელობა, ურთიერთობა სხვადასხვა
დაინტერესებულ მხარესთან - სამართალდამცავ სტრუქტურებთან, საშეჯიბრო ორგანოებთან, ფიფასთან და უეფასთან.

ასევე - იურიდიული საკითხების მოგვარება და სფფ-ის ეგიდით გამართული შეჯიბრებების მონიტორინგი.

ახალი სეზონის დასაწყისისთვის სპორტული სამართლიანობის ჯგუფი მოამზადებს კონკრეტული, პრაქტიკული წინადადებების პაკეტს, რომელიც მოწინავე ევროპული ქვეყნების გამოცდილებასა და ქართული ფეხბურთის სპეციფიკას დაეყრდნობა და მას სფფ-ის ხელმძღვანელობას მიაწვდის",
- ვკითხულობთ ჯგუფის განცხადებაში.

ქართული ფეხბურთის სუბიექტებთან აზრთა გაზიარების მიზნით, სპორტული სამართლიანობის ჯგუფს დაგეგმილი აქვს რეგიონებში სემინარების ჩატარება და იმედოვნებენ, რომ ამგვარად ხელს შეუწყობენ გარიგებული თამაშების პრევენციასა და ამ საკითხებზე დაინტერესებული მხარეების გაცნობიერებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლევან ყიფიანის სკანდალური განცხადება გარიგებულ მატჩებზე
დიდი სკანდალის მოლოდინში: გარიგებული მატჩები, ვერსიები, გამოჟონილი ამბები
სკანდალი: ქართული ფეხბურთით პროკურატურა "დაინტერესდება"
რომან ფიფია: პირდაპირ ვიტყვი - აქ დიდი სიბინძურე ტრიალებს!
გიორგი ყიფიანი: ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს, ეს იქნება ყველაზე კარგი გამოძიება
მკითხველის კომენტარები / 3 /
პირველი თამაშის ჩამწყობი და თაღლითი შენ ხარ დომენტი.დაგავიჭყდაა გუნდებთან რომ დაძვრები დგეს ტამაშს იგებთ თუ აგებთთოოო?მოვა შენი დროც
lashiko
19:14 02-07-2013
0
შენი აყვავებული ფეხბურთის დ.მ
tijana513
00:37 03-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული