გულვერდ თომაშვილი: ვერ ვხვდები, ეს ჭორი ვინ გაავრცელა - რა "გაზოვიკი"?!

AutoSharing Option
30 ივნისს გორის "დილა" 10-დღიან შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა. კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში მითითებული იყო, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა შეკრებაზე 25 ფეხბურთელი წაიყვანა - სიაში გულვერდ თომაშვილიც იყო.

ამის მიუხედავად, გავრცელდა ხმები, რომ ეროვნული ნაკრების კანდიდატი, 24 წლის მცველი ორენბურგის "გაზოვიკში" ემზადება და გუნდთან კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ივნისის ბოლოს რუსეთის პირველი დივიზიონის კლუბში ზურაბ არზიანი ჩაირიცხა - ასევე გორის "დილას" ყოფილი მოთამაშე და ის "გაზოვიკს" უნგრეთში შეკრებაზე გაჰყვა.

ამ საკითხზე კომენტარისთვის "ლელო" გულვერდ თომაშვილს თურქეთში დაუკავშირდა.

"ახლობლები მიკავშირდებიან და იგივეს მეკითხებიან. ვერ ვხვდები, ეს ჭორი ვინ გაავრცელა. რა ორენბურგის "გაზოვიკი"?!

თურქეთში გორის "დილას" შეკრებაზე ვარ და ევროპის ლიგის თამაშებისთვის ვემზადები"
. - გვითხრა თომაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გორის "დილა" შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა
გიორგი დევდარიანი: რატომ უნდა გავიდეს "დილა" ევროპალიგის მომდევნო ეტაპზე?!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული