"ზესტაფონი" სერბ სპეციალისტ რატკო დოსტანიჩთან თათბირობს

AutoSharing Option
როგორც შევიტყვეთ, "ზესტაფონი" აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს სერბ სპეციალისტ რატკო დოსტანიჩთან.

53 წლის მწვრთნელი უკვე იმყოფებოდა საქართველოში და კლუბის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი გამართა. ზესტაფონში მან კლუბის სტადიონი და საწვრთნელი ბაზა მოინახულა.

გარდა ამისა, დოსტანიჩი "დინამო არენაზე", თბილისისა და მოსკოვის "დინამოების" ამხანაგურ მატჩზე შევნიშნეთ.

ჩვენი ინფორმაციით, საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიონ. წესით, მიმდინარე კვირის ბოლომდე "ზესტაფონის" ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უკვე ოფიციალურად გვეცოდინება.

იმერულმა კლუბმა მოლაპარაკება შეწყვიტა გია გეგუჩაძესთან, რომლის "ზესტაფონში" დაბრუნებაზეც ბოლო პერიოდში ინტენსიურად საუბრობდნენ.

რაც
შეეხება დოსტანიჩის განვლილ კარიერას, მისი სამწვრთნელო მოღვაწეობა უკვე 18 წელიწადს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში მან 17 კლუბის გაწვრთნა მოასწრო.

უმუშავია სერბულ "ცრვენა ზვეზდაში", სადაც მანამდე თამაშობდა კიდეც; ასევე, ყოფილა ისეთი კლუბების თავკაცი, როგორებიც არიან ბულგარული "ლევსკი" და "სლავია", სერბული ოფკ-ი, მაკედონიური "ვარდარი", ჩინური "დალიანი" და სხვები. მოუპოვებია სერბეთის თასი და ბულგარეთის სუპერთასი.

დაახლოებით წელიწადია, დოსტანიჩი უმუშევარია. ბოლოს იგი ბერძნულ "დიაგორასში" მუშაობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გია გეგუჩაძესა და "ზესტაფონს" შორის მოლაპარაკება შეწყდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული