53 წლის მწვრთნელი უკვე იმყოფებოდა საქართველოში და კლუბის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი გამართა. ზესტაფონში მან კლუბის სტადიონი და საწვრთნელი ბაზა მოინახულა.
გარდა ამისა, დოსტანიჩი "დინამო არენაზე", თბილისისა და მოსკოვის "დინამოების" ამხანაგურ მატჩზე შევნიშნეთ.
ჩვენი ინფორმაციით, საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიონ. წესით, მიმდინარე კვირის ბოლომდე "ზესტაფონის" ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უკვე ოფიციალურად გვეცოდინება.
იმერულმა კლუბმა მოლაპარაკება შეწყვიტა გია გეგუჩაძესთან, რომლის "ზესტაფონში" დაბრუნებაზეც ბოლო პერიოდში ინტენსიურად საუბრობდნენ.
რაც
უმუშავია სერბულ "ცრვენა ზვეზდაში", სადაც მანამდე თამაშობდა კიდეც; ასევე, ყოფილა ისეთი კლუბების თავკაცი, როგორებიც არიან ბულგარული "ლევსკი" და "სლავია", სერბული ოფკ-ი, მაკედონიური "ვარდარი", ჩინური "დალიანი" და სხვები. მოუპოვებია სერბეთის თასი და ბულგარეთის სუპერთასი.
დაახლოებით წელიწადია, დოსტანიჩი უმუშევარია. ბოლოს იგი ბერძნულ "დიაგორასში" მუშაობდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გია გეგუჩაძესა და "ზესტაფონს" შორის მოლაპარაკება შეწყდა