მოახლოებული სეზონისათვის მომზადების თურქული ეტაპის გასავლელად, მარგველთა დამრიგებლის რატკო დოსტანიჩის გადაწყვეტილებით, თურქეთში შემდეგი 21 ფეხბურთელი მიემგზავრება:
მეკარეები: როინ კვასხვაძე, კახაბერ მეშველიანი, რომან ტურავა;
მცველები: ილია კანდელაკი, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, მალხაზ გაგოშიძე;
ნახევარმცველები: ლევან შარიქაძე, დავით რაჟამაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი, იგორ იელიჩი, გიორგი ჭანკოტაძე, ლევან კუტალია, მიხეილ სარდალიშვილი, ნოდარ კიკნაველიძე, ბექა მიქელთაძე;
თავდამსხმელები:
როგორც აქამდეც გაუწყეთ, გუნდთან ერთად არ იმყოფებიან იმერელთა ლეგიონერები ბოტი გოა დემელი და მოჰამედ რეკრუკი, თუმცა ორივე ეს ფეხბურთელი გუნდს რამდენიმე დღეში სწორედ თურქეთში შეუერთდება.
თურქული შეკრების მსვლელობისას საქართველოს ორგზის ჩემპიონები ოთხ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ. პირველი ამხანაგური მატჩი 27 ივლისს გაიმართება - ზესტაფონელთა მეტოქე თურქეთის პირველი დივიზიონის წარმომადგენელი "მანისასპორი" იქნება.
fczestafoni.ge