"ზესტაფონი" სეზონისათვის თურქეთში ემზადება

AutoSharing Option
21 ივლისს საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" სტამბულიდან 120 კილომეტრის მოშორებით მდებარე საკურორტო მთიან ქალაქ კარტეპეში ჩავიდა, სადაც გუნდი საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატისა და ეროვნული თასის გათამაშების მატჩებისათვის მოემზადება.

გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რატკო დოსტანიჩმა კარტეპეში პირველი ვარჯიში იმავე დღეს გამართა.

სასიამოვნო სიახლეთა რიცხვს მიეკუთვნება ის, რომ გუნდთან ერთად, ახალი სეზონისთვის მზადების დაწყების შემდეგ, პირველად ივარჯიშა ალჟირელმა ნახევარმცველმა მოჰამედ რეკრუკმა.

22 ივლისს ზესტაფონელები საქმეს დილაადრიანად შეუდგნენ - 07:30 საათზე გამართული კროსის შემდეგ ზემოიმერლებმა 10:00-დან 11:30 საათამდე სასტუმრო "გრინ პარკის" ნომერ მეოთხე საფეხბურთო
მოედანზე ივარჯიშეს.

ადგილობრივი დროით 17:00 საათზე გუნდს კიდევ ერთი ვარჯიში ელის. ორივე ვარჯიშის დასკვნით ნაწილში ფეხბურთელები სატრენაჟორო დარბაზშიც დაიტვირთებიან.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული