გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რატკო დოსტანიჩმა კარტეპეში პირველი ვარჯიში იმავე დღეს გამართა.
სასიამოვნო სიახლეთა რიცხვს მიეკუთვნება ის, რომ გუნდთან ერთად, ახალი სეზონისთვის მზადების დაწყების შემდეგ, პირველად ივარჯიშა ალჟირელმა ნახევარმცველმა მოჰამედ რეკრუკმა.
22 ივლისს ზესტაფონელები საქმეს დილაადრიანად შეუდგნენ - 07:30 საათზე გამართული კროსის შემდეგ ზემოიმერლებმა 10:00-დან 11:30 საათამდე სასტუმრო "გრინ პარკის" ნომერ მეოთხე საფეხბურთო
ადგილობრივი დროით 17:00 საათზე გუნდს კიდევ ერთი ვარჯიში ელის. ორივე ვარჯიშის დასკვნით ნაწილში ფეხბურთელები სატრენაჟორო დარბაზშიც დაიტვირთებიან.