ტრავმის გამო მას ორთვენახევარი გაუცდა და "ტორპედოს" ევროპის ლიგაზე ვერ დაეხმარა.
"თითქმის ბოლომდე მორჩენილი ვარ. უბრალოდ, ცოტა შიში ჯერ კიდევ მაქვს და მალე ისიც გამიქრება.
ამჟამად ფიზმომზადების მწვრთნელ ალბერტო ბეროკალთან ერთად ინდივიდუალურად ვვარჯიშობ და ალბათ, ერთ კვირაში უკვე სრული დატვირთვის მიღებასაც შევძლებ.
სავარაუდოდ, თურქეთში გასამართ მეორე ან მესამე საკონტროლო მატჩშიც ვითამაშებ. მინდა, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე ერთ თამაშში მონაწილეობით მაინც აღვიდგინო ფორმა", - თქვა საბანაძემ.