"ვიტ ჯორჯიაში" ორი ახალწვეულია

AutoSharing Option
თბილისის "ვიტ ჯორჯია" წინასასეზონო მზადებას განაგრძობს.

ზურაბ ბერიძის გუნდმა "მცხეთა პარკზე" პირველი ლიგის "სასკოს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

ვიტჯორჯიელთაგან გოლები ოთარ ჯავაშვილმა და გიორგი კორიფაძემ გაიტანეს.

ბერიძემ ასეთი შემადგენლობა ათამაშა: დაუშვილი - მჭედლიშვილი, ადამაძე, კასრაძე, ჯავაშვილი - წყაროზია, ღიბრაძე - კორიფაძე, ჯანელიძე, სიჭინავა - კუხალეიშვილი. შეცვლაზე შევიდნენ: დავლაშელიძე, სოფრომაძე, გაგნიძე, ლობჯანიძე.

მზადების პერიოდში "ვიტ ჯორჯიამ" რამდენიმე ფეხბურთელი გამოცადა, თუმცა ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ ორთან გააფორმა კონტრაქტი - აკაკი წყაროზიასა და ნიკა სიჭინავასთან.

1988 წელს დაბადებული წყაროზია საყრდენი ნახევარმცველია, სიჭინავა კი
(1994) შემტევი შუახაზელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული