დავით ხურცილავა: სახიფათო და საგოლე მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ფეხბურთელმა დავით ხურცილავამ "ზესტაფონთან" (2:1) საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ ხურცილავამ "დინამოს" მაისურით პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.

"იქიდან გამომდინარე, რომ ევროსარბიელიდან შიდა ჩემპიონატზე გვიწევდა გადმორთვა, ვეცადეთ, რომ ამ მატჩს მაქსიმალურად კონცენტრირებულნი შევხვედროდით.

საკმაოდ რთული და დაძაბული შეხვედრა გამოდგა. რაც შეეხება თამაშს, ისე წარიმართა, რომ სახიფათო და საგოლე მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა.

საბოლოოდ მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა და ჩემპიონატი მოგებით დავიწყეთ.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "დინამოს" ერთგულ გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში გვამხნევებდნენ",
- თქვა ხურცილავამ.

წყარო: fcdinamo.ge

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


ასევე იხილეთ:
დინამო თბ-ზესტაფონი 2:1 - იღბალი და გამძლეობა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული