დილა-დინამო (თბ) 1:1 - ეჭვებით დაღდასმული [VIDEO]

AutoSharing Option
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე "დილას" თავკაცი გიორგი დევდარიანი ძალიან უკმაყოფილო იყო. აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ ამან შედეგში ასახვა ვერ ჰპოვა "უსირცხვილო" (დევდარიანის სიტყვებით) მსაჯობის გამო...

თუმცა ამას ქვემოთ, დევდარიანის უფრო ვრცელ კომენტარში წაიკითხავთ...

"დილამ" მართლაც კარგად ითამაშა, და საერთოდაც - მშვენიერი მატჩი გამოვიდა და მადლობა მწვრთნელებს, რომ ევროპალიგის საპასუხისმგებლო შეხვედრების წინ შემადგენლობის როტაციაზე უარი თქვეს და გულშემატკივარს შესანიშნავი სანახაობა უჩვენეს.

მატჩის დებიუტიდან "დილა" მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობდა. დევდარიანს კვლავ სამი ცენტრალური მცველი ჰყავდა; ნახევარდაცვაში, აქტიური ფლანგებით, ოთხი ფეხბურთელი მოქმედებდა; წინ
გიორგი ილურიძე
ირჯებოდა, რომელსაც თამაშის გამწვავებაში ირაკლი მაისურაძე და გრიგოლ დოლიძე ეხმარებოდნენ.

Sportall.Geთავიდან, "დინამოს" ყველაზე მეტ პრობლემას სწორედ დოლიძე უქმნიდა, მერე და მერე უფრო გააქტიურდა ილურიძე. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ამ ფეხბურთელის მაღალ ინდივიდუალურ ოსტატობაში, თუმცა ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ ცალკეულ ეპიზოდებში ეს ინდივიდუალიზმი გადაჭარბებული იყო.

"დინამომ" ოთხკაციანი დაცვის ხაზი დაუპირისპირა მეტოქეს. მათ წინ ხუთი შუახაზელი იდგა, საგოლედ კი დუშან უჰრინს მხოლოდ დვალი ჰყავდა მომართული.

გორელებმა თავიდანვე შეაწუხეს სტუმრები. დოლიძეს და ილურიძეს შეტევის დასაგვირგვინებლად კარგი პოზიციები ჰქონდათ... ცოტა ხანში კი მასპინძლებმა ჩისკოს მისცეს თავური დარტყმის საშუალება, მაგრამ "დილა" ნუკრი რევიშვილმა იხსნა.

აქვე დავძენთ, რომ "დილას" დაცვის ხაზი კიდევ რამდენჯერმე "ჩავარდა", რაც "დინამომ" ვერ გამოიყენა. შესაბამისად, "რაპიდთან" გორელებს მეტი ყურადღება მართებთ...

შეხვედრის თვალსასეირო სტარტს უგოლოდ არ ჩაუვლია. "დილას" სწრაფი კონტრშეტევისას გვალიას გრძელი, მოზომილი გადაცემით დოლიძემ იგდო ბურთი, უსტარიცი ჩამოიტოვა და ლორიას დაბალ კუთხეში შეუგორა - 1:0.

აღსანიშნავია, რომ დოლიძე შესანიშნავ ფორმაშია. ბოლო სამ მატჩში მან ოთხჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. საერთოდ, მისი ფლანგი, ჩვეულებრივ, აქტიური იყო ამ მატჩშიც, რასაც ვერ ვიტყვით მარცხენა ფრთაზე, რომელიც, ცოტა არ იყოს, სუსტად გამოიყურებოდა...

გორელები გოლის შემდეგაც აკონტროლებდნენ თამაშს. 26-ე წუთზე იმავე მარჯვენა ფლანგიდან ღონღაძემ თავით შეიგდო ბურთი საჯარიმოში, შეჰყვა კიდეც და გლიშიჩთან პაექრობისას წაიქცა. მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა არბიტრი ასე არ ფიქრობდა...

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


კიდევ უფრო სადავო ეპიზოდი იყო 32-ე წუთზე, როცა "დინამომ" ანგარიში გაათანაბრა. მერებაშვილმა მოედნის ცენტრი გადაკვეთა და მარჯვნივ ჩისკოს გაატანა, ამან კი კარის სიახლოვეს მოძებნა დვალი, რომელმაც იოლად შეაგორა ბურთი "დილას" კარში - 1:1.

მასპინძელთა დაცვა ხელოვნური თამაშგარეს მოლოდინში "გაქვავდა", რევიშვილსაც თავი არ გამოუდვია რეაქციის გამოსავლენად...

ამ ეპიზოდს მკვეთრი პროტესტი მოჰყვა როგორც ფეხბურთელებისა და მწვრთნელების, ისე გულშემატკივართა მხრიდან. მათი აზრით, დვალი უეჭველ თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა არბიტრს გადაწყვეტილება არც აქ შეუცვლია, აღშფოთებული რევიშვილი კი რეფერიმ ყვითელი ბარათით "დააწყნარა".

გოლის მერე მოედანზე ვითარება დაიძაბა, სახიფათო მომენტებმა კი ორივე კართან იკლო. თუმცა "დილას" მაინც შეეძლო, შესვენების წინ ხასიათი გამოეკეთებინა, როცა 44-ე წუთზე ღონღაძე-დოლიძე-ილურიძის კომბინაცია ამ უკანასკნელს გოლად უნდა ექცია, მაგრამ ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმი "დინამომ" უკეთ დაიწყო. 53-ე წუთზე მასპინძელი მცველებისა და მეკარის შეუთანხმებელი მოქმედებით ჩისკოს უკეთ რომ ესარგებლა, გოლი გარდაუვალი იქნებოდა, მაგრამ ცარიელ კარში წასული ბურთი მცველმა მოიგერია.

ცოტა ხანში თბილისელთა საჯარიმოში დოლიძე წააქციეს და ეს ეპიზოდიც პენალტს ჰგავდა, ითხოვდა კიდეც ადგილობრივი გულშემატკივარი ("დილას" ფეხბურთელებზე აღარაფერს ვამბობთ), მაგრამ არბიტრის მოსაზრება ამ შემთხვევაშიც განსხვავებული იყო.

"დილა" გრძნობდა, რომ მოწინააღმდეგეს აღემატებოდა და არ ეგუებოდა ფრეს. 76-ე წუთზე დოლიძე კვლავ გაექცა მცველებს, მაგრამ კარგ მდგომარეობაში მყოფ ილურიძეს პასი დაუგვიანა. მე-80 წუთზე ცარიელი კარის წინ მყოფ გვალიას მცირედი დააკლდა, ფლანგიდან ჩაწოდებულის კარში გადასაგზავნად.

ამ ეპიზოდს "დინამომ" რუმინელი ლეგიონერის, გოგას მწვავე კონტრიერიშით უპასუხა. 84-ე წუთზე იმავე გვალიას მიერ შორი მანძილიდან უძლიერესი დარტყმა ხარიხას მოხვდა.

მსაჯის საფინალო სასტვენამდე "დილას" კიდევ შეეძლო ეხეირა, გურულის ჩაწოდებულის შემდეგ დაუცველ კართან ორიოდე მეტრში მდგომ დოლიძეს მილიმეტრები რომ არ დაჰკლებოდა...

მატჩის შემდეგ
დუშან უჰრინი (დინამო):
"ჩვენთვის ძალიან რთული მატჩი გამოდგა, რადგან სტუმრად ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით. პირველ ტაიმში ბევრი შეცდომა დავუშვით და გოლიც მივიღეთ, მაგრამ შემდეგ გამოვასწორეთ თამაში და ანგარიშის გათანაბრება მოვახერხეთ.

ვფიქრობ, ფრე ლოგიკური შედეგია. მატჩი უდავოდ სასიამოვნო საყურებელი გამოდგა...

"ტოტენჰემთან" ბოლომდე კი ვიბრძოლებთ, მაგრამ ეს გუნდი სხვა საფეხბურთო პლანეტიდანაა და ძნელია წარმატებაზე ფიქრი".


გიორგი დევდარიანი (დილა):
"სანახაობრივი თამაში გამოვიდა და გვინდოდა, ეს სანახაობა შედეგშიც აგვესახა, მაგრამ ვერ შევძელით. ყველას გვაქვს თვალები და დავინახეთ, რაც ხდებოდა. იმედია, ამ უსამართლობას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმება.

ახლა საჭიროა, ეს ყველაფერი დავივიწყოთ და ევროტურნირის მატჩზე გადავერთოთ. დღემდე "რაპიდთან" დაპირისპირებაზე არ მიფიქრია, რადგან გორში პირველი შეხვედრა მქონდა ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში და აქაური გულშემატკივრისგან დიდი სითბოს საპასუხოდ, დიდ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობდი, რათა კარგად გვეთამაშა. ეს შევძელით კიდეც, მაგრამ უსირცხვილო მსაჯობამ სასურველი შედეგი ვერ მოგვიტანა.

რასაკვირველია, უშეცდომოდ არ გავრჯილვართ, თუმცა ყველაფერი შედარებითია და ჩვენ დღეს უდავოდ ვჯობდით მეტოქეს".


საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II ტურის სხვა მატჩები
ზესტაფონი-ტორპედო 2:3 - ფეხბურთელები იცვლებიან, დერბი უცვლელია [VIDEO]
სპარტაკი-სიონი 0:2 - "სიონი" ფერსა და მადაზე მოდის
ჩიხურა-მეტალურგი 2:3 - გოლების წვიმა წვიმაში
გურია-მერანი 1:0 - ვილის პირველი
ზუგდიდი-ვიტ ჯორჯია 0:0

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
არ ვიცი ვინა ხარ ,მაგრამ შენს მოკლე კომენტარიდან ჩანს,რომ ფეხბურთი შენთვის
გასართობია-თორემ რას ქვია ;გორელებიც
რომ წუწუნებენ;დიახ ვამბობთ და ვიტყვით ჩვენს სათქმელს ყოველთვის სანამ სიმახინჯე
იქნება მიუხედავად იმისა საითკენ იქნება ის
გივი გაგნიძე
15:14 21-08-2013
0
აუუუუუუუ თქვენ რა არააქეკვატურებიი ხართ ბიჭოოოოოოოოო არ გცხვენია ავტორ??? რაააპენალს გავდააა რა ეჭვებიიი დაძირეს დილააა რისი გესინიათ ტყავაძის გესინიათ ამოირეტ ხმაააა ... ტქვენი ბრალიაა ამ ჯურნალისტების ყველაპეფერი ფუი თქვენი ყველაფერი იცით და ხმას არ იღებთ ძალიან კარგად იციტ ყველაფერი ... ისეთ ჯურნალისტს რა ვუტხარი დაწერის რო ეშინია .. ფუიი საქართველო ფურთხის ღირსი ხარ
starx
11:14 19-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული