"საბურთალოს" საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში ფეხბურთის ზეიმი შემოაქვს

AutoSharing Option
30 აგვისტოს პირველი ლიგის გათამაშება დაიწყება. B ზონას ახალი მონაწილე ჰყავს - თბილისის "საბურთალო", რომელიც ამავე სახელწოდების საფეხბურთო სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდა...

ბევრი გუნდისგან განსხვავებით, "საბურთალო" მყარ საფუძველზე დგას და პირველი ლიგის მოთხოვნებს უპრობლემოდ პასუხობს: სამედიცინო უნივერსიტეტში მდებარე სტადიონის ტრიბუნები 3 000 მაყურებელსაც უპრობლემოდ დაიტევს, მოთხოვნებს პასუხობს საფარი, გასახდელები, სამსაჯო და დელეგატების ოთახები.

"საბურთალო" I ტურის მატჩს 31 აგვისტოს, 5 საათზე, "ბენდელას სტადიონზე" ხობის "კოლხეთთან" გამართავს, კლუბის ხელმძღვანელები კი ამ დღის ნამდვილ საფეხბურთო დღესასწაულად გადაქცევას ეშურებიან და საზეიმო ღონისძიებებს გეგმავენ.

ამასთან
დაკავშირებთ "საბურთალო" 30 აგვისტოს, 1 საათზე პრესკონფერენციას გამართავს, მანამდე კი ინფორმაცია კლუბის აკადემიაში მოღვაწე ცნობილმა სპეციალისტმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მოგვაწოდა:

Sportall.Ge"საბურთალო" პირველ ლიგაში პირველად გამოდის და გვინდა, ეს საზეიმო ვითარებაში გავაკეთოთ. ღონისძიებას დიმა ობოლაძე გახსნის, იქნება შოუ, რომელსაც სიკო ჭუმბურიძე და მისი მეგობრები შემოგვთავაზებენ; ასევე - საჩუქრები კომპანია "სალერისგან"...

ერთი სიტყვით, გვინდა, ეს დღე ნამდვილი ზეიმი იყოს ყველასათვის - კლუბისთვის, ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის. პირველ ეტაპზე ვცდილობთ, ხალხი მოვიზიდოთ და დავაინტერესოთ პირველი ლიგით და ჩვენთან ფეხბურთისადმი ევროპული დამოკიდებულების მოდელი შევქმნათ. შემდეგ ამ ყველაფერს კიდევ უფრო დავხვეწავთ".

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი თემურ შალამბერიძეა, კლუბის აკადემიას კი ესპანელი ანდრეს კარასკო ხელმძღვანელობს.

ასევე იხილეთ:
რევაზ გოცირიძე, ზურაბ მენთეშაშვილი და ორი აფრიკელი - "საბურთალო" I ლიგისთვის ემზადება
ანდრეს კარასკო: საქართველოში თითოეულ ნიჭიერს გაფრთხილება სჭირდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული