"...ქართული ფეხბურთის პრობლემა არა უნიჭობა, არამედ - არასწორი მართვაა"

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშება დაიწყო. 31 აგვისტოს გათამაშებაში B ზონის ახალი მონაწილე თბილისის "საბურთალო" ჩაერთვება, რომელიც ამავე სახელწოდების საფეხბურთო სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდა.

30 აგვისტოს კლუბის ხელმძღვანელები და მოთამაშეები მედიას შეხვდნენ და მიზნებზე ილაპარაკეს...

ტარიელ ხეჩიკაშვილი, "საბურთალოსა" და "იბერია ბიზნეს ჯგუფის" პრეზიდენტი:
"გვსურს, დავამტკიცოთ, რომ ქართული ფეხბურთის პრობლემა არა უნიჭო ფეხბურთელები, არამედ - არასწორი მართვაა.

ჩვენ ისედაც ბევრი სპონსორი გვყავდა, რომელთაც მალე კიდევ 5 კომპანია დაემატება - მათთან ხელშეკრულებებს მალე გავაფორმებთ. სწორი მიდგომით სპონსორების მოზიდვა სხვა კლუბებშიც შესაძლებელია...

..."საბურთალომ" ორი
მოთამაშე ჰოლანდიაში გაუშვა, ერთიც მალე ესპანეთში ჩაირიცხება, ახალგაზრდული ნაკრების ბოლო შეხვედრაში ჩვენი სკოლის აღზრდილმა ექვსმა საბურთალოელმა ითამაშა - ეს ფაქტებიც მეტყველებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ.

ჩვენი პრიორიტეტი ნიჭიერი ბავშვების ევროპაში გაყვანაა, შემდგომ ნაკრებებს რომ გამოადგნენ. ალბათ, შემთხვევითი არ იყო, ბოლო წლებში საუკეთესო სკოლად რომ დაგვასახელეს. მაგრამ ამაზეც არ დავკმაყოფილდით და ესპანეთიდან ანდრეს კარასკო ჩამოვიყვანეთ, რომელიც ჩვენს მუშაობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს...

Sportall.Geსულსწრაფი ხალხი ვართ და შედეგის მიღწევაც ერთ დღეში გვსურს. ესეც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, პროგრესი რომ არა არის.

"საბურთალო" სხვა გზით მიდის. საფეხბურთო სკოლა 2004 წელს დაფუძნდა, "იბერია ბიზნეს ჯგუფი" კი 2005 წლიდან პატრონობს. მას შემდეგ ბევრჯერ გვქონდა პირველ ლიგაში თამაშის საშუალება, მაგრამ ეტაპობრივ, ევოლუციურ განვითარებას ვამჯობინებდით და არა - რევოლუციურს. ახლა კი ყველა ასაკის, თანაც, ძლიერი გუნდები გვყავს და პროფესიული კლუბის ჩამოყალიბების იდეაც "მომწიფდა".

მაგრამ ეტაპობრივი განვითარება იმასაც გულისხმობს, რომ პირველივე წელს მიზნად უმაღლესში გადასვლას არ დავისახავთ. აჯობებს, კლუბი განვითარდეს და იქამდეც მივაღწევთ.

არ დავმალავ, მიმდინარეობს მოლაპარაკება მადრიდის "ატლეტიკოსთან" და იმედია, მალე პარტნიორობის ხელშეკრულებაც გაფორმდება. ეს კი მწვრთნელებისა და მოთამაშეების სტაჟირებაზე გაგზავნას გულისხმობს. თანამშრომლობაზე დავილაპარაკეთ ვენის "რაპიდის" ხელმძღვანელებთანაც...

..."საბურთალოზე" წესიერი ხალხი მუშაობს და მოთამაშეებსაც ამ კრიტერიუმით ვარჩევდით. ამიტომ დავიმატეთ რეზო გოცირიძე და ზურაბ მენთეშაშვილი. იმედია, ისინი ჩვენთან ურთიერთობას კარიერის დასრულების შემდეგაც გააგრძელებენ.

აქვე ვიტყვი, რომ "საბურთალომ" უკვე აიღო "ამერის" სტადიონის კომპლექსი, სადაც სამუშაოები უკვე დაწყებულია. ეს არენა მოემსახურება არა მხოლოდ მთავარ გუნდს, არამედ გლდანის, მუხიანის, თემქისა და ნაძალადევის მოსახლეობასაც.

31 აგვისტოს კი სამედიცინო უნივერსიტეტის სტადიონზე პირველ შეხვედრას ხობის "კოლხეთთან" გავმართავთ. გვსურს ეს დღე საფეხბურთო დღესასწაულად ვაქციოთ. საამისოდ, საზეიმო ღონისძიებებს ვგეგმავთ, რომელსაც ბევრი ცნობადი სახე დაესწრება, იქნება შოუ და საჩუქრები კომპანია "სალერისგან"...

ერთი სიტყვით, გვინდა, ხალხი დავაინტერესოთ და ევროპული დამოკიდებულების მოდელი ჩვენს ფეხბურთშიც დავამკვიდროთ".


გია ჭიაბრიშვილი, "საბურთალოს" სპორტული დირექტორი:
"წარმატებულ სკოლას წარმატებული გუნდი სჭირდება. მჯერა, პირველ ლიგაშიც ღირსეულად ვითამაშებთ და, რაც მთავარია, ნაკრებებს ფეხბურთელებს მოვუმზადებთ. ეს უნდა იყოს წარმატებული ჯაჭვი: სკოლა-გუნდი-ევროპა-ნაკრები".

თემურ შალამბერიძე, "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი: "მიხარია, რომ "საბურთალოს" ხელმძღვანელობა მენდო და გუნდი ჩამაბარა. მადლობა გოცირიძესა და მენთეშაშვილს, რადგან მათ გვერდით ბავშვები ბევრს ისწავლიან და უფრო ჩამოყალიბდებიან".

რევაზ გოცირიძე, "საბურთალოს" მოთამაშე:
"სასიხარულოა,"საბურთალოში" რომ მოვხვდი. ვეცდები, კლუბის განვითარებასა და ზრდაში ჩემი წვლილი შევიტანო. აქ ბევრი ნიჭიერი ბავშვი დაგვხვდა, რომლებიც, თუ ბევრს იშრომებენ, დიდ ფეხბურთს ითამაშებენ".

ზურაბ მენთეშაშვილი, "საბურთალოს" მოთამაშე:
"ასეთ კოლექტივში მოხვედრა მეც მახარებს. იმედია, ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას გუნდს მაქსიმალურად მოვახმართ".

გიორგი ხარაიშვილი, "საბურთალოს" მოთამაშე:
"ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, გვერდით ასეთი გამოცდილი ფეხბურთელები რომ გვეყოლება. გუნდი ემზადება და მიმაჩნია, რომ პირველ ლიგაში თავს არ შეირცხვენს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
უფრო სწორად 100 მეტრი აქ 11 წამში ი დაფარული თავისი საჯარიმოდან დაიწყო და მეტოქის საჯარიმოში შეირბინა
tijana513
10:52 01-09-2013
0
ნიჭი რაში გამოიხატება? ნელი მატაობის გარდა რა შეუძლია რომელიმეს, დიდს თუ პატარას?
ვითომ ქართული ნიჭიერებით თავს ვიტყუებთ
bazi
08:17 01-09-2013
0

სიახლეები პოპულარული