მცხეთაში "ვიტ ჯორჯიამ" მარტვილის "მერანს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 მოუგო. ანგარიში 31-ე წუთზე შოთა დავლაშელიძემ გახსნა, გიორგი კორიფაძემ კი 63-ე და 73-ე წუთებზე დუბლი მიითვალა.
ამ გამარჯვებით ვეტერინარები სატურნირო ცხრილში დროებით გალიდერდნენ.
პირველი გამარჯვება იზეიმა "ზუგდიდმა", რომელმაც შინ ბოლნისის "სიონი" მიიღო.
სტუმრები ლადო ახალაიას გოლით მე-10 წუთზე წინ გავიდნენ, თუმცა პირველსავე ტაიმში, ჯერ ლუკა გუგუჩიამ (29) შეძლო გათანაბრება, შემდეგ კი ნიკოლოზ აფაქიძემ (35) გამარჯვების გოლის გატანა.
ასევე იხილეთ: