ფეხბურთი და ფინანსები: რა ღირს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა?

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბებში ამ ზაფხულს რადიკალური ცვლილებები მოხდა და ეს გუნდების ჯამურ სატრანსფერო ფასებზეც საგრძნობლად აისახა.

დღეისთვის, გერმანული სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტო "ტრანსფერმარკტის" მონაცემებით, საქართველოს უმაღლესი ლიგის გუნდების ჯამური სატრანსფერო ფასები ასე გამოიყურება:

კლუბი გჯფ* მსფ**
დინამო 10,725,000*** 397,000
ზესტაფონი 5,925,000 219,000
დილა 4,875,000 195,000
მეტალურგი 3,625,000 145,000
ჩიხურა 3,525,000 141,000
ტორპედო 3,425,000 137,000
ზუგდიდი 2,550,000 94,444
ვიტ ჯორჯია 2,125,000 88,542
სპარტაკი 1,975,000 70,536
მერანი 1,925,000 80,208
სიონი 1,775,000 71,000
გურია 1,525,000 54,464
ჯამი 43,975,000 141,855

* - მსფ -
მოთამაშეთა საერთო ფასი
** - გჯფ - გუნდის ჯამური ფასი
*** - თანხები მოცემულია ევროებში

ცხრილს შეეხო ცვლილებები, რადგან გორის "დილა" უკვე დატოვეს გიორგი ილურიძემ (125,000) და ლაშა გვალიამ (175,000), რომლებიც კარიერას უცხოეთში გააგრძელებენ. ანუ გორული კლუბის ფასი 4,875 მილიონ ევრომდე შემცირდა, და ეს მაშინ, როცა გასული წლის ნოემბერში 10 მილიონს აჭარბებდა და საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდის სტატუსი ჰქონდა.

ამ ცხრილში უკვე ასახულია "დილას" ახალი ტრანსფერები - კლუბთან კონტრაქტები გააფორმეს ნიკა ფილიევმა (100,000) და გიორგი ქვილითაიამ (75,000).

ცვლილებები აისახა "ზუგდიდზეც", რომელიც ეგვიპტის ნაკრების სამ ყოფილ მოთამაშეს შეუთანხმდა. "ტრანსფერმარკტის" სიაში, ამირ აზმი მეგაჰედი, გამალ ჰამზა და აჰმედ აბუ მოსალემი უკვე "ზუგდიდის" ფეხბურთელებად არიან მოხსენიებულნი.

თუმცა ისიც სათქმელია, რომ მათ კლუბის საერთო ფასი, ტიტულებისა და გარკვეული დამსახურებების მიუხედავად, მხოლოდ 650 ათასი ევროთი გაზარდეს: მეგაჰედის ტრანსფერს ინტერნეტ-სააგენტო 150 ათას ევროდ აფასებს, ჰამზასი - 200 ათასად, ხოლო აბუ მოსალემის - 300 ათასად.

სხვათა შორის, ქართული კლუბების ჯამურმა ფასმა წლეულს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია: 2011 წლის ზაფხულში ეს ჯამი 22 მილიონი ევროს შეადგენდა, 2013 წლის დასაწყისში 38,654 მილიონს, აგვისტოს დასაწყისში 44,275 მილიონი გახდა, რამდენიმე დღის წინ კი 43,975,000-მდე შემცირდა.

2011 წელს ჩვენს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელთა საშუალო მაჩვენებელი 88,500 ევროს შეადგენდა, ახლა 141,855 ევროა.

მაგრამ სანაკრებო და საკლუბო წარუმატებლობები გამო, ჩვენი ფეხბურთისა და მოთამაშეების რეალური ფასი და, რაც მთავრია, მათზე მოთხოვნა მაინც მეტისმეტად დაცემულია.

მაგალითად ესეც კმარა: თუკი ადრე ქართველი მოთამაშეები პოპულარობით პოსტსაბჭოურ ქვეყნებში მაინც სარგებლობდნენ, ახლა მათ ამ სივრცის მეორეხარისხოვან ლიგებშიც იშვიათად იწვევენ, და თუ იწვევენ, ჯერ მხოლოდ - სინჯებზე. ევროპასა და წამყვან საფეხბურთო ლიგებში ქართველთა წილის ზრდა ჯერჯერობით ზღაპარს ჰგავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაღაც არ მჯერა. როგორ ზესტაფონის ფასი 6 მილიონი ევროა და კოკაია პროსტო ჩუქნიდა მერიას?
მე ესე მესმის ვაშლი თუ ღირს 2 ლარი, გამყიდველს 2 ლარი დარჩება ხოლო მყიდველს ორი ლარის ვიტამინები. ეხლა ეგ რომც გაყიდოს კოკაიაც ვერ აიღებს მაგდენს და ვინც იყიდის ის ხო დაიფსება საერთოდ.
ramo
17:28 07-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული