"ლელოს" მკითხველისთვის ცნობილია, რომ რომან პოკორამ "გურიის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დავით მახარაძე შეცვალა. მახარაძეს გუნდში დარჩენა შესთავაზეს, რასაც თავიდან უარობდა, მაგრამ ფეხბურთელების თხოვნაც იყო და პოკორამაც ანალოგური სურვილი გამოთქვა, რომ აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელს "გურიაში" მუშაობა გაეგრძელებინა. ასეც მოხდა.
ამასობაში კი, მახარაძე საინტერესო ამბავს გვიმხელს - თურმე, ჯერ კიდევ პოკორას დანიშვნამდე, "გურიაში" სინჯებზე უკრაინელი ფეხბურთელი ანტონ კოვალევსკი ჩამოიყვანეს.
"ის შემტევი ნახევარმცველია და ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, პოკორაც კარგად იცნობს და ხელსაც უწყობს. საქმე ისაა, რომ კოვალევსკის
აქვე ვიტყვით, რომ კოვალევსკი საქართველოში მესამედ სცდის ბედს: 2008 წლის დასაწყისში რუსთავის "მეტალურგში" ის გუნდის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ანატოლი პისკოვეცმა ჩამოიყვანა და თანამეგობრობის თასზეც წაიყვანა.
სხვათა შორის, მაშინ პისკოვეცი კოვალევსკის თავდასხმაში თანამემამულე ომელიანოვთან ერთად აყენებდა და საკმაოდ ძლიერი შეტევის ხაზიც ჩამოაყალიბა. უკრაინელმა გუნდი ტურნირის შემდეგ დატოვა, მაგრამ მარტში ორი თვით დაუბრუნდა.
კოვალევსკი "გურიას" ბოლო შენაძენი არ იქნება. მახარაძის თქმით, პოკორა უკრაინელ ცენტრალურ მცველ ვიტალი შუმეიკოსაც შეუთანხმდა.
შესაძლოა, ეს ფეხბურთელი ვარსკვლავებს არ წყვეტს, მაგრამ, სამაგიეროდ, გამოცდილია.
ვიტალი შუმეიკო წლების განმავლობაში ქართველების გვერდით თამაშობდა - ნალჩიკის "სპარტაკში" დავით სირაძისა და გოგიტა გოგუას თანაგუნდელი და ალეკო ამისულაშვილის მეწყვილე იყო.
2012 წლის მაისამდე მოსკოვის "ტორპედოში" იყო და გუნდის კაპიტანიც გახლდათ, მაგრამ კლუბს ფეხბურთელების დავალიანება დაუგროვდა და კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტა.
მაშინ, უკრაინელი მცველის ინტერვიუ ერთ-ერთმა რუსულმა ინტერნეტ-გამოცემამ გამოაქვეყნა. შუმეიკო იმედოვებდა, რომ რუსეთის პირველ ლიგაში ღირსეულ კლუბს მონახავდა, მაგრამ... ასე არ მოხდა და კარიერას, სავარაუდოდ, ლანჩხუთის "გურიაში" გააგრძელებს.
დაბოლოს - ფუტსალის ასოციაციის ყოფილი გენერალური მდივნის ბექა კვიციანის თქმით, ლანჩხუთის "გურიას" ხელმძღვანელობამ მას კლუბის სატრანსფერო მენეჯერობა შესთავაზა:
"დიდი მადლობა ლანჩხუთელებს ნდობისთვის. წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებასა და კავშირებს ისტორიული კლუბის აღორძინებას მოვახმარ. ბევრი საინტერესო მოთამაშე მეგულება და იმედია, ლანჩხუთელ გულშემატკივარს გავახარებთ".
ვიტალი შუმეიკო
დაიბადა 1981 წლის 6 ოქტომბერს (31 წლის) კრივოი როგში, უკრაინა
მოქალაქეობა: უკრაინა, რუსეთი
სიმაღლე: 195 სმ, წონა 88 კგ
პოზიცია: ცენტრალური მცველი
კარიერა
1999-00 კრივბასი 4 (0)
2000-01 ელეკტრომეტალურგი
2002 გორნიაკი კრ. როგი
2002 სტალი დნ. 7 (0)
2003 ტიტანი 10 (0)
2004-06 ოლკომი 52 (3)
2006-07 ოლექსანდრია 32 (3)
2007-09 ნალჩიკი 22 (3)
2009-10 ატირაუ
2010 ვოლგარი 5 (1)
2011-12 ხიმკი 39 (6)
2012-13 ტორპედო მ 1 ( 0)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"