"ზუგდიდი": დავით მახარაძე მწვრთნელად და უკრაინელები დაკვირვების ქვეშ

AutoSharing Option
ეროვნულ ლიგაში მესამე წრის დაწყებამდე ბევრი დრო აღარ რჩება. კლუბები ემზადებიან და გაძლიერებას ცდილობენ.

ბესიკ ჩიმაკაძის
შემდეგ "ზუგდიდში" კიდევ ერთი სიახლეა - კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ჯანაშიამ ფეხბურთელებს ახალი მთავარი მწვრთნელი დავით მახარაძე წარუდგინა.

52 წლის ფოთელი სპეციალისტი წინა წლებში "კოლხეთი 1913"-სა და ლანჩხუთის "გურიას" ხელმძღვანელობდა, ბოლო წლებში კი ფოთში ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი იყო. მას დაეხმარებიან მამუკა ჭაჭუა (რომელიც დღემდე მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა), ბორის გუგუჩია (ფიზმომზადების მწვრთნელი) და მუხრან ქარჩავა (მეკარეთა მწვრთნელი).

ზუგდიდელთა რიგებში სხვა საკადრო სიახლეებიც
არის: ორი უკრაინელი სინჯზე იმყოფებოდა და უკან გააბრუნეს. ახლა კიდევ ორ უკრაინელს აკვირდებიან - საყრდენ ნახევარმცველს, 24 წლის ალექსანდრ იგნატენკოსა და 26 წლის ფორვარდ დმიტრი ჟარიკოვს.

საფეხბურთო სეზონის განახლებამდე გუნდი შეკრებას ურეკში გეგმავს. ათდღიან მოსამზადებელ ეტაპზე წამსვლელთა სიას ახალი მთავარი მწვრთნელი იმ საკონტროლო მატჩის შემდეგ დაასახელებს, რომელიც "მერანთან" (ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერი) 7 ივლისს, მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

"ზუგდიდის" პრესსამსახურის ცნობით, შეკრებაზე გუნდს რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელიც შეუერთდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბოდიში მარა ზუგდიდში მწვრთნელები დაილია?ფოთიდან რო არ მოგეყვანათ კაცი აგერ ზუგდიდში არაა მწვრთნელები?
გოგა
14:10 08-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული