რა გახდა 60 ათასი ევრო ქართული ფეხბურთის დიაგნოზისთვის?!

AutoSharing Option
დიდი ხანია, რაც ფეხბურთს მეცნიერების დონეზე აანალიზებენ. მეტოქეები ერთმანეთს ისე დეტალურად სწავლობენ, როგორც გლობალური პოლიტიკის მთავარი მოთამაშეები.

ბოლო წლებში ფეხბურთში უმნიშვნელოვანესი გახდა მეტოქეთა და კონკრეტულ ფეხბურთელთა თამაშის დეტალური განხილვა - ვინ რამდენს მოძრაობს, რამდენს დარბის, რამდენ ზუსტ თუ არაზუსტ გადაცემას აკეთებს, რამდენად წარმატებულია ორთაბრძოლებში, დრიბლინგში, ბურთის ართმევაში და ასე შემდეგ...

უფულობის გამო საქართველოში ასეთი მონაცემების დამუშავებაც პრობლემაა. ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში, "ზესტაფონთან" მოგებული მატჩის შემდეგ, ცხინვალის "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ხაჩიძე, კითხვაზე - ჰქონდა თუ არა ინფორმაცია, რამდენ კილომეტრს დარბიან
ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატში, საინტერესო თემას შეეხო:

"არის ნტვ-ს პარტნიორი რუსული საფეხბურთო სააგენტო "ინტერსპორტი", რომელმაც შარშან თანამშრომლობა სწორედ ამ კუთხით შემოგვთავაზა - გააანალიზებდნენ ჩვენი და მომავალი მეტოქის თამაშებს. "სამტრედიასთან" ერთ შეხვედრაში 500 ევრო გადავიხადეთ.

ჩვენი ფეხბურთელის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 8,2 კილომეტრი იყო, 4 კილომეტრი კი - ყველაზე უარესი. ეს იმ დროს, როცა ევროპაში ფეხბურთელები მატჩის დროს საშუალოდ 10-12 კილომეტრს ფარავენ.

ეს აპარატურა აფიქსირებს კონკრეტულ მატჩში ყველა ფეხბურთელის მონაცემებს და მწვრთნელს და თავად ფეხბურთელებს უდიდეს სამსახურს უწევს, რადგან, ფაქტობრივად, საფეხბურთო ანატომიას წარმოადგენს და ზუსტ მონაცემებს გვაწვ
დის იმაზე, თუ ვინ რას აკეთებს მოედანზე".

ხაჩიძის თქმით, რუსებთან ამ კუთხით თანამშრომლობა მთელი სეზონის განმავლობაში სურდა, მაგრამ...

"საერთოდ, ასეთი სამსახური პირველად ევროპაში გამოიყენეს და დღეისთვის ისეთი პოპულარული გახდა, ანალიტიკურ სააგენტოებთან თანამშრომლობა უკვე მთელ მსოფლიოში ჩვეულებრივი მოვლენაა. ასე ხდება რუსეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანშიც კი.

სამწუხაროდ, ქართულ ფეხბურთში არსებული ფინანსური პრობლემების გამო ასეთი თანამშრომლობა ჩვენთვის მხოლოდ ოცნებაა, რადგან ერთ კლუბს სეზონური კონტრაქტი 15 ათასი ევრო უჯდება.

სხვათა შორის, "ინტერსპორტს" თანამშრომლობა უმაღლესი ლიგის მატჩებზე სურდა და ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებაც გამართა. ასეთ შემთხვევაში, გუნდებს სეზონზე მხოლოდ 5 ათასის გადახდა მოუწევდათ. ფედერაციაც მოწადინებული იყო, მაგრამ რამდენიმე კლუბს ამ თანხის გადახდის საშუალება არ აღმოაჩნდა. არადა, ასეთ სამსახურს ყველა ნორმალურ ქვეყანაში იყენებენ",
- ამბობს ხაჩიძე.

ამ შემთხვევაში, მხოლოდ უფულობის მომიზეზება საქმეს ვერ უშველის. გამოდის, რომ სეზონში 60 ათას ევროდ "ინტერსპორტი" ქართულ ფეხბურთს უზარმაზარ სამსახურს გაუწევდა და დიაგნოზსაც დაუსვამდა.

ამას ნებისმიერ დროს შეიძლება მოებას თავი, რადგან "ინტერსპორტი" და მსგავსი პროფილის არაერთი ევროპული კომპანია თანამშრომლობას აქეთ იხვეწებიან - მათთვის ეს შემოსავლის წყაროა. ამ გაჭირვებულ ფეხბურთშიც კი 60 ათასი ევრო ის თანხა არ არის, რომლის გამონახვაც შეუძლებელია.

ბოლოს და ბოლოს, ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფეხბურთის განვითარებისთვის 7 მილიონი ლარი გამოიყოფა და ასეთი მნიშვნელოვანი საქმისთვის 60 ათას ევროს რამენაირად უნდა შეველიოთ, ოღონდ, თუ მართლა ფეხბურთის განვითარებაზე ვფიქრობთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
..ამ კაცის კომენტარებს მარტო ჩვენ ვკითხულობთ თუ ყრუა ეს ხალხი?
murtalo
04:08 27-09-2013
0
მოკლედ სანამ ვინმე მდიდარი და ფეხბურთზე გაგიჟებით შეყვარებული კაცი არ გამოჩნდება იქამდე არაფერი არ გვეშველება...კიდე კარგად დარბიან ესენი...სადაც ფეხბურში ფული არ ტრიალებს დაღუპულია იქ ფეხბურთი ...ენთუზიაზმზე ვერ მოსთხოვ ფეხბურთელს ლიგა მოიგეო
Beniamin
14:04 25-09-2013
0

სიახლეები პოპულარული