როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელი დღეების განმავლობაში, სოფელ დიცსა და დვანში განვითარებული მოვლენების გამო, ქართულ სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების მხარდასაჭერად და სოლიდარობის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გააჟღერა ინიციატივა, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის მატჩების ლოზუნგით - "დიცი და დვანი - საქართველოა!" გამართვის შესახებ.
გუნდები შეხვედრაზე სწორედ ამ წარწერის მქონე მაისურებით გავიდნენ და ამით გამოხატეს ქართული საფეხბურთო ოჯახის პოზიცია და სოლიდარობა დიცისა და დვანის
შეხვედრას სტუმრები გარკვეული საკადრო პრობლემებით შეხვდნენ - სხვადასხვა მიზეზის გამო ზუგდიდელებთან დაპირისპირებაში მარგველთა გუნდს ირაკლი ქობალია (დისკვალიფიკაცია), გიორგი ადამია, ბორისლავ ტერზიჩი, იგორ იელიჩი და დავით რაჟამაშვილი (ყველას - ტრავმები) გამოაკლდნენ.
აქედან გამომდინარე, გუნდის დამრიგებელ რატკო დოსტანიჩს შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებების განხორციელება მოუწია.
მატჩი ზესტაფონელთა სწრაფი გოლით დაიწყო. შეხვედრის მე-3 წუთზე ზუგდიდელთა საჯარიმოს სიახლოვეს დაინიშნა ჯარიმა და მისი შესრულება ლევან შარიქაძემ ითავა - მარგველთა ნახევარმცველის ჩაწოდებული ბურთი ზურაბ მამალაძის კარის ბადეში ისე აღმოჩნდა, რომ გზად არავის შეხებია.
პირველი ტაიმი პოზიციურ ბრძოლაში კი მიილია, თუმცა შეტევითი აქციებისას უფრო მწვავედ მაინც სტუმრები გამოიყურებოდნენ. ანგარიშის გაზრდა გურამ სამუშიას მართებდა, თუმცა მისი დარტყმული ოდნავ არაზუსტი გამოდგა.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე სტუმრებმა ზუგდიდელთა კართან მწვავე იერიში განახორციელეს და რომ არა მასპინძელთა დაცვის ხაზის მოთამაშეთა თავგანწირული თამაში, ლევან შარიქაძე კიდევ ერთხელ აიღებდა ზურაბ მამალაძის კარს.
რამდენიმე წუთში ზუგდიდელთა გოლკიპერმა ლევან კუტალიას ურთულესი დარტყმა აუღო.
აშკარა გოლებს გადაურჩა "ზუგდიდი" სანდრო გურულისა და გურამ სამუშიას დარტყმების შემდეგ - პირველ შემთხვევაში თავის გუნდი ისევ ზურაბ მამალაძემ გადაარჩინა, ხოლო მეორეში ზესტაფონელთა შემტევის დარტყმა მცირედით ასცდა კარს.
ამდენი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ მარგველებმა გადამწყვეტი გოლი მე-80 წუთზე მაინც გაიტანეს - საბა ლომია მასპინძელთა გოლკიპერთან პირისპირ გავიდა და შანსი ჩინებულად გამოიყენა.
მატჩის ძირითადი დროისათვის არბიტრ მალხაზ ბეუქლიშვილის მიერ დამატებულ მეორე წუთზე კი სტუმრებმა ანგარიში კიდევ უფრო გაზარდეს - ავთო ენდელაძის კარგი გადაცემა გოლად ისევ საბა ლომიამ აქცია.
იხილეთ ვიდეო
წყარო: fczestafoni.geბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 7
დ. გოგა (დინამო (თბ) 6
ი. მოდებაძე (დილა) 5
თ. კაპანაძე (ტორპედო) 4
გ. კორიფაძე (ვიტ ჯორჯია) 4
ე. ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია) 4
ი. ქობალია (ზესტაფონი) 4
IX ტური
20 ოქტომბერი, კვირა
დინამო-ჩიხურა
მეტალურგი-მერანი
დილა-ზუგდიდი
სპარტაკი-გურია
ტორპედო-სიონი
ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია