თუ უეფა ნაკრებებს დივიზიონებში რეიტინგის მიხედვით გადანაწილდებიან (და დიდი ალბათობით, ასეც იქნება), სადღეისო მონაცემებით, პირობითად, საქართველო მე-8 კალათაში მოხვდება. ხორვატია, ბოსნია, დანია, ირლანდია, ნორვეგია, სლოვაკეთი, ისრაელი, სლოვენია, ჩერნოგორია, ფინეთი, სომხეთი, ლატვია, ესტონეთი, ბელარუსი, უელსი, ჩრდილოეთ ირლანდია, ალბანეთი, ისლანდია, ლიტვა, მაკედონია - ეს ქვეყნები გვისწრებენ, ჩვენ კი მხოლოდ
ეს არის სწორედ ჩვენი ფეხბურთის სარკე. 1996 წლიდან დღემდე, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე გაუთავებელი მსჯელობა მიდის, შედეგი კი ჯერჯერობით არ გვაქვს...
ამასობაში, დაგვეშალა პროფლიგა, მის შემცვლელად მოაზრებულ პრემიერლიგასაც არ დაადგა საშველი. გია ისიანმა გაზაფხულზე ფეხბურთის განვითარების საკმაოდ საინტერესო პროგრამა წარმოადგინა.
გორის "დილას" მენეჯერი ამბობს, რომ დროა, ლაპარაკს წერტილი დაესვას და საქმე გაკეთდეს:
- დრო არ ითმენს, ფეხბურთი მძიმე მდგომარეობაშია და მას შველა სჭირდება. უკვე ისეთი სიტუაციაა, თითოეულ დღესა და თვეს მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც არის აუცილებელი სახელმწიფო პროგრამა. მიმაჩნია, რომ ჩემ მიერ წარმოდგენილი პროექტი, რომელიც კლუბების სამწლიან დაფინანსებას ითვალისწინებს, ოპტიმალურია. მაგრამ ის ჯერ პროექტად რჩება.
- ბევრი ფიქრობს, რომ თქვენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან კლუბებისთვის სამი წლის თანხის გამოყოფას ითხოვთ...
- ასე არაა. ლაპარაკია სამწლიან გარანტიაზე, რომ სახელმწიფო დოტაციაზე მყოფ კლუბებს აუცილებლად დააფინანსებენ. დროა, ეს თანხები შემდეგი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შეიტანონ და ამაზე უკვე ვმუშაობთ. დღევანდელი სისტემით, სახელმწიფო ფეხბურთში ფულს კი არ აბანდებს, წყალში ყრის და ვერც სარგებელს იღებს.
- ალბათ, 6-თვიანი კონტრაქტების შედეგებს გულისხმობთ...
- რა თქმა უნდა. ამით კლუბი მოთამაშეებს ვერ აკავებს და გუნდს ვერ ქმნის, რადგან მუდმივად არასტაბილური და დაძაბული გარემოა. დიახ, გორის "დილამ" ევროთასებზე შემოსავალი მიიღო, მაგრამ ეს 420 ათასი ევრო სულ თამაშებსა და შეკრებებზე დაიხარჯა - რეალურად, უეფა მხოლოდ ხარჯებს გისტუმრებს. ცხადია, ეს კარგია, მაგრამ არა - საკმარისი. ყველა ფეხბურთელს 6-თვიანი კონტრაქტი აქვს. ეს არ არის ის გარემო, კლუბებმა სტაბილურად რომ იმუშაონ.
"დილას" საკმაოდ საინტერესო თაობები ეზრდება და ყველა ბავშვს მთავარ გუნდში თამაში სურს. მაგრამ კერძო კლუბები სამწლიან კონტრაქტს ბონუსური სისტემით რომ შესთავაზებენ, ფეხბურთელები სტაბილურ გარემოში გადასვლას არ ამჯობინებენ? რა თქმა უნდა, ასე იქნება. ჩვენ კი რევიშვილს წლის ბოლომდე დარჩენასაც ვერ ვთავაზობთ, იმიტომ, რომ არ ვიცით, ახალი წლიდან რა ბიუჯეტი გვექნება, ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმების უფლებაც არ გვაქვს.
გაინტერესებთ, წლიურად გუნდს რა თანხა სჭირდება?
- ცხადია, საინტერესოა...
- ზოგიერთ გასვლით შეხვედრაში გუნდი 5 ათასამდე ლარს ხარჯავს: 1 500 ლარამდე ჯდება ავტობუსის დაქირავება, სასტუმრო თავისი სპეციფიკური კვებით, მინიმუმ 2 100 ლარი, გზაში კვებით კი დაახლოებით 4-დან 5 ათას ლარამდე ავდივართ. გააჩნია, სად მიდიხარ. ანუ წელიწადში მინიმუმ 80-100 ათასი ლარი გვჭირდება, ჩემპიონატში ყველა გასვლითი შეხვედრა ნორმალურად რომ ჩავატაროთ.
ამას დაამატეთ სახელფასო ფონდი, ხანგრძლივი და ხანმოკლე შეკრებები და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წელიწადში მინიმუმ 3,5-4 მილიონი ლარი გამოდის, ევროპაში რომ მოვხვდეთ და არ შევრცხვეთ. მხოლოდ ასეთი სტაბილური და მიზანმიმართული დაფინანსების შემთხვევაშია შესაძლებელი ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვედრა, რაც ქართული ფეხბურთისთვის დიდი ნახტომი იქნება. გუნდი კი, ბონუსებით, რეკლამებითა და ბილეთებიდან შემოსავლებით 3 მილიონ ევრომდე მიიღებს.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეთ დროს კლუბს სპონსორების რიგი უდგება, ფეხბურთელების ფასი იზრდება და ასე შემდეგ. ჩემი პროექტით, სამწლიანი დაფინანსების შედეგი იქნება არა გახვრეტილ ქისაში ფულის გადაყრა, არამედ - სტაბილური და ძლიერი კლუბების ჩამოყალიბება, რაც სერიოზულ შედეგს მოგვიტანს.
- თქვენს პროექტთან დაკავშირებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს რა პოზიცია აქვს?
- ლევან ყიფიანს პროექტი მოეწონა და ეს პირად საუბრებში თქვა.
- მოწონება ერთია, მაგრამ ლაპარაკიდან საქმეზე გადასვლაა საჭირო. ამის პერსპექტივა არ ჩანს?
- ჩვენ ხელს ორგანიზება გვიშლის, მაგრამ ვითარება მომწიფებულია. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. სახელმწიფოს მათხოვრის როლში კი არ უნდა ველაპარაკოთ - დაგვეხმარეთ-თქო, სოციალურად, დასაქმებისა და გადახდისუნარიანი სუბიექტების ჩამოყალიბების კუთხით, ფეხბურთის განვითარება სწორედ სახელმწიფოს ინტერესებს პასუხობს.
- თქვენს პროექტს კერძო კლუბები ეწინააღმდეგებოდნენ. ვითარება არ შეცვლილა?
- ისინი ამბობენ, რომ სახელმწიფო კლუბები მათი სახსრებიდან ფინანსდებიან. კი, მაგრამ გაუგებარია, რატომ არის ეს დაფინანსება მათი სახსრებიდან და არა, ვთქვათ, გორელი გლეხებისგან? "დილაში" ეროვნული ნაკრების 5 და ახალგაზრდულის 2 კანდიდატია. ილურიძე და გვალია დიდ ფეხბურთში ვინ გამოაჩინა? ანუ, მოთამაშეების გაზრდა კერძო კლუბებსაც შესძლებიათ. საბიუჯეტო დოტაციის გარეშე, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა.
მე მხოლოდ იმაზე ვლაპარაკობ, როგორ შეიძლება სახელმწიფო სახსრების ეფექტურად განკარგვა, ჩვენი შესაძლებლობები უკეთ რომ გამოვავლინოთ და იგივე გორის "დილა" და სხვა კლუბები დღევანდელ დონეზე მაინც შევინარჩუნოთ. ეს კერძო კლუბების ინტერესსაც პასუხობს - კონკურენტუნარიან ჩემპიონატში კერძო კლუბებიც გაიზრდებიან და მათი მოთამაშეებიც.
- ბოლო ორი წლის განმავლობაში, თორმეტმა საფეხბურთო კლუბმა საერთო ენა ვერ გამონახა. საფეხბურთო სამყაროს გათიშულობაც სერიოზული პრობლემაა...
- ეს პრობლემა ნამდვილად გვაქვს, მაგრამ დამიჯერეთ, საერთო ენა გამოინახა და სახელმწიფო კლუბებმა - "დილამ", "სიონმა", "ზუგდიდმა", "სპარტაკმა", "გურიამ" კარგად ვიცით, რა მნიშვნელობის პროექტზეა ლაპარაკი.
მჯერა, საბოლოოდ, კერძო კლუბებიც ჩვენს მხარეს დაიჭერენ. შესაძლოა, მე არ ვარ კარგი ორგანიზატორი, მაგრამ ვისაც უნდა, საკუთარ თავზე აიღოს და ერთხელ და სამუდამოდ, კლუბები შევხვდეთ, გათიშულობას წერტილი დავუსვათ და შევთანხმდეთ, თორემ რაც გვაქვს, მალე ისიც ხელიდან გამოგვეცლება. ასე არა მხოლოდ "დილა", ქართული ფეხბურთი იზარალებს და ევროპის ლიგის პლეი ოფში ორი გუნდის გასვლაც სანატრელი გაგვიხდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ფეხბურთი არის ტრაკ..ი,,, უშველეთ
იქნებ ლელო ჩაერიოს გთხოვთ ძალიან:))
თუ ეს პროექტი კარგია სადაააააააა, ან ვინმემ ნახა? ვგულისხმობ ვისაც უნდა ენახა იმ კლუბებმა ვინც ფული ფული გაიძახის , ეს კაცი წერს და აპიარებს თავის ნაწერეს მაგრამ არავინ არაა დაინტერესებული, ფული კი უნდათ ვაი თქვენს პატრონს მუქთა ხორებო:::
ჯერ ითამაშე და ფული მერე მოითხოვე.