გიორგი დევდარიანი და გორის "დილა" - დღეს წერტილი უნდა დაესვას!

AutoSharing Option
შესაძლო იყო, გიორგი დევდარიანისა და გორის "დილას" თანამშრომლობას წერტილი დასმოდა. როგორც შევიტყვეთ, დევდარიანი და კლუბის ხელმძღვანელობა 16 ოქტომბერს შეხვდებიან ერთმანეთს და ამ წერტილსაც დასვამენ.

დევდარიანმა "დილა" წინა სეზონის დასრულების შემდეგ ჩაიბარა და მოკლე დროში ჩამოაყალიბა ისეთი გუნდი, რომელმაც ევროპალიგის ორი შესარჩევი ეტაპი გაიარა, პლეი ოფში კი ვენის "რაპიდთან" დამარცხდა.

გორელებმა წლევანდელ ევროსარბიელზე აზრიანი თამაშით დაგვამახსოვრეს თავი. როგორც იტყვიან ხოლმე, გუნდს მწვრთნელის ხელი ეტყობოდა...

ევროტურნირებიდან გავარდნის შემდეგ "დილა" ორმა წამყვანმა ფეხბურთელმა - ლაშა გვალიამ და გიორგი ილურიძემ დატოვა. ეროვნულ ჩემპიონატშიც გუნდი
არასტაბილურად თამაშობს და ამ დროისთვის მე-7 ადგილზეა.

დატოვებს თუ არა დევდარიანი "დილას", ეს უფრო მწვრთნელის გადასაწყვეტია - ასეთია ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია, დანარჩენი კი გამოჩნდება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბ-ნო გიორგი,თუ წასვლა -არ წასვლის საკითხი მარტო თქვენი გადასაწყვეტია,გორელების თხოვნაა-კარგად დაფიქრდეთ და გადაწყვეტილება ისე მიიღოთ.გუნდის ეხლა მიტოვება ღალატის ტოლფასია.თქვენ გუნდზე ამაგი გაქვთ და ამაგს წყალში ნუ გადაყრით.
გივი გაგნიძე
09:46 17-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული