ვლადიმერ ხაჩიძის გუნდს ამ ტურამდეც არ ჰქონდა საქმე კარგად (ბოლო ადგილზე იყვნენ) და ამ წაგებით ხომ კიდევ უფრო გაირთულეს მდგომარეობა.
აბსოლუტურად საპირისპირო სიტუაციაა "გურიაში". სეზონის სტარტზე საგანგებოდ შეკრებილი გუნდი სასიამოვნოდ აოცებს სპეციალისტებს. ზედიზედ მეორე მოგებამ ლანჩხუთელები სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე აღაზევა.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, პირველი ტაიმი მეტ-ნაკლებად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. დასამახსოვრებელი ეპიზოდები იშვიათად იქმნებოდა. შეიძლება გავიხსენოთ ვახტანგ ფანცხავასა და
ამის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და ანგარიშის გახსნის რეალური შანსიც მიეცათ - მარცხენა ფლანგიდან თენგიზ ჩიკვილაძის მიერ ჩაწოდებულმა ბურთმა მიმართულება იცვალა და კინაღამ სოსლან ნანიევის კარში აღმოჩნდა, თუმცა "სპარტაკის" მცველმა დავით მეგრელიშვილმა იყოჩაღა და ბურთი, ფაქტობრივად, ცარიელი კარიდან გამოიტანა, დამატებაზე კი იქვე მყოფმა ტარიელ კაკუჩაძემ ვერ იხეირა.
ნახევარმომენტი შეიძლება ვუწოდოთ ალექსანდრე კოშკაძის შორეულ დარტყმულს, რომელიც მეკარემ ადვილად მოიგერია.
გულშემატკივრებით (ისინი აშკარად უმრავლესობაში იყვნენ) შეგულიანებულმა "გურიამ" მეორე ნახევარი გაცილებით კარგად ჩაატარა და გამარჯვების გოლის გატანაც მოახერხა. თუმცა, მანამდე იყო ზვიად მეტრეველის სახიფათო თავური, რომელიც პირდაპირ ხელებში მიუვიდა მეკარეს...
გოლი კი 63-ე წუთზე გავიდა - კობა შალამბერიძე საჯარიმოში შეიჭრა და დაარტყა კიდეც, მაგრამ ნანიევმა ბურთი მოიგერია; დამატებაზე კი ვილი ისიანმა იყოჩაღა და - 0:1.
"სპარტაკს" თამაშის გადასარჩენად ცდა არ დაუკლია, თუმცა მეტოქე თავს დამაჯერებლად იცავდა და მასპინძლებს ხიფათის შექმნა უჭირდათ.
ბოლოსკენ გუნდებმა მომენტები გაცვალეს - ჯერ ჩიკვილაძემ "გაისროლა" ერთობ სახიფათოდ, მოგვიანებით კი თექთურმანიძის მიერ ჩაწოდებულ ჯარიმას შეცვლაზე შესული მაქაცარია გამოეხმაურა, თუმცა ბობღიაშვილმა ბურთი ხელებში გააქვავა.
ცხინვალელებმა საწადელს ვერც არბიტრის მიერ დამატებულ ხუთ წუთში მიაღწიეს და მერვედაც დამარცხდნენ. "გურიამ" კი არცთუ შთამბეჭდავი, მაგრამ პრაგმატული და სწორი ტაქტიკური მონახაზის წყალობით შეძლო რთული და, ამავე დროს, პირველი საგარეო გამარჯვების მოპოვება.
ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 7
ი. მოდებაძე (დილა) 6
დ. გოგა (დინამო, თბ) 6
X ტური
26 ოქტომბერი, შაბათი
ჩიხურა-გურია
ზუგდიდი-სპარტაკი
ვიტ ჯორჯია-დილა
მერანი-ზესტაფონი
სიონი-მეტალურგი
დინამო-ტორპედო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"