უმაღლესი ლიგის X ტურის შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თუმცა მეორე ტაიმში ლევან ხმალაძისა და გიორგი გველესიანის გოლებით 3 ქულა დინამოელებმა მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ არბიტრმა უკვე მე-3 წუთზე მოედნიდან უსტარიცი გააძევა.
დუშან უჰრინი (დინამო თბილისი):
"ჩვენთვის ძალიან რთული მატჩი გამოდგა. მსაჯმა დაპირისპირების დებიუტში კაცი გაგვიგდო და ათი კაცით გავაგრძელეთ თამაში.
პირველივე წუთებიდან გუნდს ტაქტიკურად გადაწყობა სჭირდებოდა ისეთ სქემაზე, რომ გუნდს ნაყოფიერად შეეტია და
მეორე ნახევარი არცთუ ისე ცუდად დავიწყეთ, თუმცა ბოლო ოც წუთში ბევრად უკეთესი თამაში ვაჩვენეთ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი თამაში ვაჩვენეთ და საჭირო შეხვედრა მოვიგეთ.
შეხვედრის მიწურულს მოედანზე "დინამო" ათი კაცით დომინირებდა.
კმაყოფილი ვარ ამ მოგებით. დღევანდელი საღამო ჩვენთვის სასიამოვნო შედეგით დასრულდა".
მომზადებულია fcdinamo.ge-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
ჟერარდ სარაგოსა: მინდა "ტორპედოს" გულშემატკივარს მოვუბოდიშო
"ქართული კლასიკოში" თბილისის "დინამომ" გაიმარჯვა