გია გეგუჩაძე: ექვსეულში შესვლასა და ევროტურნირზე თამაშზე უნდა ვიფიქროთ

AutoSharing Option
1 ნოემბერს გია გეგუჩაძემ და "ზესტაფონმა" კონტრაქტს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება "2 თვე+2 წელი" სისტემით გაფორმდა. შეგახსენებთ, რომ 2008-11 წლებში გეგუჩაძე უკვე იყო "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი და გუნდს საქართველოს ჩემპიონობაც მოაპოვებინა...

დებიუტი მას თითქოს 3 ნოემბერს, ბოლნისის "სიონთან" მატჩში უნდა ჰქონოდა, მაგრამ გაირკვა, რომ ამ შეხვედრაში გუნდს "ზესტაფონის" დუბლშემადგენლობის მწვრთნელები გაიყვანენ, გეგუჩაძე კი მუშაობას 5 ნოემბრიდან შეუდგება. გუშინვე, მას რამდენიმე კითხვა დავუსვით...

- თუ შეიძლება, განგვიმარტეთ კონტრაქტის პრინციპი...
- ორი თვის შემდეგ უნდა ჩამოყალიბდეს "ზესტაფონის" სტრატეგია და ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში,
თანამშრომლობა კიდევ ორი წლით გაგრძელდება.

- ანუ, ამ ეტაპზე შედეგი არ იქნება პრიორიტეტი? ფაქტია, "ზესტაფონი" ახლა არასახარბიელო მდგომარეობაშია...
- თავისთავად ცხადია, რომ წინსვლა უნდა იყოს, ექვსეულში შესვლა და ევროტურნირზე თამაში - ამაზე უნდა ვიფიქროთ.

მეორე მხრივ, ამ პერიოდში დადგება ანალიზის საკითხიც - რა ეტაპზეა გუნდის განვითარება, რა არის საჭირო ყველანაირი კუთხით. ამის შემდეგ დაიგეგმება სტრატეგია და თუ შეთანხმებას მივაღწევთ, გადავალთ ორწლიან ციკლზე.

- შედეგის მიღწევას ფეხბურთელთა შესაბამისი კონტინგენტი სჭირდება, ამ ეტაპზე კი სატრანსფერო "ფანჯარა" დახურულია...
- "ზესტაფონის" ამ ფეხბურთელთაგან ბევრი ისეთია, ვისთანაც უკვე მიმუშავია, ზოგსაც, ასე ვთქვათ, გარედან ვიცნობ. რა თქმა უნდა, ფეხბურთელების ახლოს გაცნობა მეტ ინფორმაციას მოგვცემს.

- ყველას ახსოვს იმ "ზესტაფონის" თამაში, როცა ამ გუნდის მწვრთნელი თქვენ იყავით - ორი თვის განმავლობაში ასეთ ხარისხთან მიახლოება რამდენად შესაძლებელია?
- თამაშის ხარისხს რაც შეეხება, ის ერთი ხელის მოსმით არ მოდის. ყველანაირად ვეცდებით, რაც შეიძლება მალე მოხდეს გუნდის წინსვლა.

- საქართველოს ჩემპიონატში ახლა ისეთი ვითარებაა, რომ "დინამო", ფაქტობრივად, უკონკურენტოდაა. ამ ეტაპზე რამდენად რეალურია, რომ სწორედ "ზესტაფონი" გახდეს "დინამოს" კონკურენტი?
- "დინამო" მართლაც სერიოზული ფავორიტია, თუმცა მიმაჩნია, რომ გაბრძოლება საჭიროა. "ზესტაფონს" ხომ ყოველთვის ჰქონდა მოწინავეთა შორის ყოფნის პრეტენზია.

- ამ დროისთვის როგორ შეაფასებდით გუნდის პოტენციალს?
- 2-3 კვირის მერე უფრო გამიადვილდება ამაზე საუბარი. გამოჩნდება, თუ რა ფიზიკურ კონდიციაშია გუნდი და რამდენად არის შესაძლებელი ცვლილებების შეტანა.

- სეზონის წინ რომ იყო მოლაპარაკება "ზესტაფონსა" და თქვენს შორის, მაშინ რატომ ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა?
- იყო ისეთი საკითხები, რომ კონსენსუსამდე ვერ მივედით.

- "ზესტაფონში" თქვენი სამწვრთნელო შტაბით ბრუნდებით?
- დიახ, გურამ ასპინძელაშვილი და დავით ჯანელიძეც "ზესტაფონში" იქნებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რა შემთხვევაში დათანხმდება გია გეგუჩაძე საქართველოს ნაკრების გაწვრთნას
გია გეგუჩაძე: ტყავაძის გათავისუფლებასთან მე ნუ დამაკავშირებთ!
გია გეგუჩაძე: საქართველოს ნაკრები დაბალანსებული არ არის
გია გეგუჩაძე: რომ არა მწვრთნელობა, ჟურნალისტი გავხდებოდი
გია გეგუჩაძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
მკითხველის კომენტარები / 4 /
"ეს კაცი ნაკრების მწვრთნელადაა საჭირო, რა დროს ზესტაფონია"...
რა ლაპარაკია ეს!!! Фильтруй базар!!!!!!!!!!!!!!
Sim artel
02:46 03-11-2013
0
მურტალო , ერთი შენზე შემახედა. ამდენს რომ ფაფხურობ , ვინ ხარ რა ხარ და , რა გაგიკეთებია ძალიან მაინტერესებს :)) !!!!!!!
SAVASH BALDAR
17:17 02-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული