ლანჩხუთის "გურია" მილანის "ინტერის" ყოფილ ფეხბურთელს იმატებს

AutoSharing Option
ახლახან ლანჩხუთის "გურია" კიდევ ერთი ლეგიონერით გაძლიერდა: გუნდში ჩაირიცხა ნიგერიელი პიტერ ტერნა სუსვამი, რომელიც დავით ქარაულმა და ქართლოს რუხაიამ ჩამოიყვანეს.

გურულების სატრანსფერო აქტიურობა ამით არ მთავრდება - მალე "გურიას" მილანის "ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი, ისა ელიაკვუ გააძლიერებს.

ეს ამბავი ქარაულმა გვითხრა:

"ელიაკვუ "ინტერის" ფეხბურთელი იყო. ბოლოს მახაჭყალის "ანჟიში" თამაშობდა.

სხვათა შორის, "ანჟიში" იმ დროს მივიდა, როცა იქიდან მამუკა ჯუღელი და ომარ თეთრაძე წამოვიდნენ, მაგრამ ნუკრი რევიშვილის, ზურაბ არზიანისა და გიორგი ილურიძის გვერდით უთამაშია.

მას დღე-დღეზე ველით და დარწმუნებული ვარ, ლანჩხუთელებს დიდ
სამსახურს გაუწევს".

ისა ელიაკვუც ნიგერიელია, თუმცა იტალიური პასპორტიც აქვს. "რეჯანას" საფეხბურთო სკოლის 16 წლის მოთამაშე ერთ მშვენიერ დღეს "ინტერმა" წაიყვანა, 2003 წელს კი პროფესიული კონტრაქტიც გაუფორმა.

2003/04 წლების სეზონში, 38 გოლით, პრიმავერას (იტალიის დუბლების ჩემპიონატი) ბომბარდირი გახდა.

სერია A-ში "ინტერის" განაცხადში რამდენჯერმე მოხვდა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ ითამაშა - მისი დებიუტი 2004 წლის 13 იანვარს, "უდინეზესთან" იტალიის თასის მატჩში შედგა. მერე მიხვდა, რომ მილანური გრანდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი არ ჰქონდა და იტალიაში რამდენიმე კლუბი შეიცვალა.

2010 წლიდან კარიერა რუსეთში გააგრძელა, თუმცა დიდი წარმატებებისთვის არსად მიუღწევია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"გურია" მილიონ ევროდ შეფასებული 22 წლის ნიგერიელით გაძლიერდა
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან მიხარია... ეგრე რაა, ჩამოიყვანეთ აფრიკელები, სამხრეთამერიკელები, ბალკანელები, ათამაშეთ და ავწევთ ცოტა ჩვენი ჩემპიონატის დონეს... კარგია ლეგიონერების სიმრავლე და არ დაიწყოთ ეხლა ორი თავი, ათი თავი და ახალგაზრდა ფეხბურთელებიო...
Walkabout
15:43 04-11-2013
0
და კიდევ , ლონდონში აქვს ნაქეიფარი ერთ - ერთ , რესტორანში ... როგორც გავიგე , ჩელსის სტადიონთან ახლოს ყოფილა ეგ რესტორანი ... რა მილანის ინტერის ფეხბურთელი , ერთხელ განაცხადში მოხვდა ეგ იყო და ეგ. 2 წელია კაცს , ფეხბურთი არ უთამაშია. გახადეს აქ , ვარსკვლავი ... ნუ იცით , რა ყველაფრის გაბუქება !!! ჯერ იყო და , უგო ლორისი სიკვდილს გადაურჩაო , კაცმა თამაში გააგრძელა თან !!! სასაცილოები ხართ თქვე უბედურებო ! ვაი ჟურნალისტები !
SHUKOVANI
16:02 04-11-2013
0

სიახლეები პოპულარული