გეგუჩაძე "ზესტაფონში" თავისი სამწვრთნელო შტაბით დაბრუნდა: გურამ ასპინძელაშვილი, დავით ჯანელიძე და ფიზმომზადების სერბი სპეციალისტი ივან ვუჩეტიჩი; ამ შტაბში იქნება ლევან ბაჯელიძეც.
მათ გარდა, პრეზენტაციას ესწრებოდნენ "ზესტაფონის" სპორტული დირექტორი მიხეილ ხუციშვილი და პრესსამსახურის ხელმძღვანელი სერგო ფუტკარაძე.
გეგუჩაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა...
- 5 დეკემბერს მთავრდება მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპი და ამის შემდეგ აუცილებლად
ამ ეტაპზე მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ექვსეულში მოვხვდეთ. ეს არის აუცილებელი კლუბის მომავალი განვითარებისთვის.
- მას შემდეგ, რაც "ზესტაფონიდან" წახვედით, გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა. ალბათ, თვალყურს ადევნებდით გუნდის ბოლოდროინდელ თამაშებს. აპირებთ ახალი ფეხბურთელების მოწვევას?
- ახლა ამაზე კონკრეტული ლაპარაკი გამიჭირდება. დღევანდელი გუნდის ბევრ ფეხბურთელს კარგად ვიცნობ, საწვრთნელ პროცესში კი ყველას უფრო ახლოს გავიცნობ. მწვრთნელებისგან მათ სრული ნდობა აქვთ.
რაც შეეხებათ ლეგიონერებს, ზოგს რატომღაც ჰგონია, რომ რადგან გეგუჩაძე მოვიდა, ისინი საჭირონი აღარ იქნებიან. თუ ლეგიონერი აუცილებელ დონეს დააკმაყოფილებს, გუნდში აუცილებლად იქნება.
- რა არის პირადად თქვენი მოტივაცია "ზესტაფონში"? 2011 წელს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ავსტრიულ "შტურმთან" ცოტა დაგაკლდათ მიზნის მიღწევამდე...
- ძალიან დიდი სამუშაო გველის წინ და ამისი არ გვეშინია. თუ "ზესტაფონის" გულშემატკივარს ჩვენს ძველ საქმიანობაზე რაღაც კმაყოფილების გრძნობა გააჩნდა, ახლა უფრო მომთხოვნი იქნება.
გამოჩნდება სირთულეები და მათი გადალახვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მეტი გვინდა და ეს, ალბათ, ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა უნდა იყოს.
ეს ფეხბურთია და ხშირად დროში გაწერილ, თანმიმდევრულ პოლიტიკას სასურველი შედეგი მაინც ვერ მოაქვს. ბევრი ფაქტორის თანხვედრაა საჭირო, რომ მიზანს მივაღწიოთ. იმედია, ფორტუნაც ჩვენს მხარეს იქნება.
* * *
დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გამართული ოფიციალური წარდგენისა და ჟურნალისტებთან ურთიერთობის შემდეგ გაიმართა გუნდის კრება, რომელზეც გია გეგუჩაძე ფეხბურთელებსა და გუნდის პერსონალს წარუდგინეს.
ამის შემდეგ კი კლუბის ბაზაზე გუნდის ახალმა დამრიგებელმა პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.
10 ნოემბერს, საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის შეხვედრაში მარგველები ქვეყნის მოქმედ ჩემპიონსა და მიმდინარე ჩამპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ თბილისის "დინამოს" უმასპინძლებენ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"