მალხაზ ჭეჟია "ზუგდიდის" დირექტორის თანამდებობიდან გადადგა

AutoSharing Option
"ზუგდიდის" დირექტორმა მალხაზ ჭეჟიამ საგანგებო ბრიფინგზე ბოლო დროს კლუბის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ილაპარაკა. ეს კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა. ტექსტს მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ:

"ეს ყველაფერი, უბრალოდ, სპორტულ სფეროს გასცდა და პოლიტიკური ელფერი შეიძინა. პირდაპირ ვაცხადებ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო კლუბის საქმიანობაში უხეშად ერევა... რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ფეხბურთის ზოგიერთ წარმომადგენელთან და როგორც ირკვევა, შეთანხმდნენ ერთ თემაზე - თანამდებობიდან გამათავისუფლეს. პოსტს არ ვებღაუჭები, მაგრამ კარგად ვიცი, რაც ხდება. ეს ყველაფერი ორი დღის წინათ არ დაწყებულა, ამ თემაზე
სპეციალური ჯგუფი კარგა ხანია მუშაობდა. ლევან კონჯარიამ დამირეკა და მითხრა - თუ გუნდში მწვრთნელ კობა წიტაიშვილს დავაბრუნებდი, ყველანაირი გაუგებრობა დასრულდებოდა, რაზეც ჩემგან მაშინვე მიიღო უარი. თუ საფეხბურთო კლუბის საქმიანობაში უხეშ ჩარევას თავს თუ არ დაანებებენ, იძულებულნი გავხდებით, ფიფა-უეფას წესდებით ვისარგებლოთ და მაშინ, თვითმმართველი ორგანო ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება",
- ამბობს ჭეჟია.

"ზუგდიდის" დირექტორმა კიდევ ერთხელ განმარტა მწვრთნელის შეცვლის მოტივი: "კობა წიტაიშვილი თავად გადადგა და გასაკვირია, რომ ახლა დაბრუნებას ითხოვს, და თან - ადგილობრივი ხელისუფლების ჩარევით. აქ ხომ ყველაფერი ნათელია?! საუბარია საფეხბურთო სტრუქტურაში მათთვის სასურველი ჯგუფის მოყვანაზე. "ზუგდიდს" დავუნიშნეთ მწვრთნელ-კონსულტანტი სერგო გაბელაია, რომელიც საქმეს შეუდგა".

ამის შემდეგ "ლელომ" შეიტყო, რომ ჭეჟიამ კლუბიდან წასვლის შესახებ განცხადება მაინც დაწერა.

ინფორმაცია თავად დაგვიდასტურა, თუმცა კომენტარი აღარ ისურვა, მხოლოდ ეს გვითხრა - დავიღალე ამ ყველაფრისგანო!

გუშინვე გაჩნდა ერთ-ერთი ვერსია იმასთან დაკავშირებით, თითქოს "ზუგდიდს" კობა წიტაიშვილი უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში, გაუგებარია, რა როლში დარჩება ახალდანიშნული მწვრთნელ-კონსულტანტი სერგო გაბელაია. სავარაუდოდ, კლუბის დატოვება მასაც მოუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ზუგდიდის" დირექტორი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ზეწოლაში ადანაშაულებს

სერგო გაბელაია: "ზუგდიდი" უმაღლეს ლიგაში აუცილებლად დარჩება
მალხაზ ჭეჟია კობა წიტაიშვილს პასუხობს: ეს საერთოდ აღმაშფოთებელია!..
მალხაზ ჭეჟია: მერიდება პირობებზე ლაპარაკი, მაგრამ გუნდში ფული მიმქონდა

კობა წიტაიშვილი: ვითხოვდი, ბიჭებს ვარჯიშის შემდეგ ტანი მაინც რომ დაებანათ

მკითხველის კომენტარები / 4 /
111 არ მოგბეზრდა ეგ კომენტარები. ჯობია ბიზნესს მიხედო მახო!
maxodali
18:20 16-11-2013
0
malxaz chejia zaan kargi pirovnebaa,ufrosobistvis zugdidshi exla am cutebshic ertmanets xocaven,savaraudod nacionalebis kandidats gaikvanen,sakrebulos tavmjdomares nacionali kavs shercheuli,vai aset fexburts
goga
18:07 16-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული