გიორგი დარასელიამ "ზუგდიდიდან" წასულები გუნდში დააბრუნა

AutoSharing Option
"ზუგდიდი" უკვე "ბაიას" ბაზაზეა და სეზონის დარჩენილი მატჩებისთვისაც იქვე მოემზადება.

21 ნოემბერს "ზუგდიდის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ ფეხბურთელები ორი საათის განმავლობაში სხვადასხვა ტაქტიკურ სქემაზე ამუშავა, ვარჯიშის ბოლოს კი "წითელ"-"ყვითლებად" დაჰყო და "ორკარა" ათამაშა.

კლუბის პრესსამსახურმა გვაცნობა, რომ ზუგდიდელთა დამრიგებელი გუნდიდან წასულ სამ ფეხბურთელს - ნიკა აფაქიძეს, ზვიად სიხარულიასა და რომეო კანკიას შეხვდა, დაელაპარაკა და დააბრუნა.

ეს სამეული ვარჯიშზეც გამოცხადდა და თითოეულმა სრული დატვირთვით ივარჯიშა.

არასელიამ გაამხილა, რომ ახალი ფეხბურთელების დამატებას აპირებდა, ერთი მათგანი კი ჩვენთან ვარჯიშობსო, მაგრამ ახალწვეულის გვარი არ დაუკონკრეტებია. შევიტყვეთ, რომ ეს ფეხბურთელი "სამტრედიისა" და "გაგრას" ყოფილი მცველი, 23 წლის თორნიკე შალიკაშვილია. მან 21 ნოემბერს გუნდთან ერთად ივარჯიშა, მაგრამ შალიკაშვილის საკითხი არ გადაწყვეტილა და კონტრაქტიც არ გაუფორმებია, თუმცა მწვრთნელებზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა.

ამავე დროს, შევიტყვეთ, რომ მალე მოთამაშეებს 2 თვის დავალიანებებს გაუსტუმრებენ, ხოლო ახალი წლიდან კლუბის ბიუჯეტი, სავარაუდოდ, 800 ათასი ლარი იქნება.

"ზუგდიდის" დირექტორის მოვალეობას კი დროებით ირაკლი პერტაია შეასრულებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული