გაახალგაზრდავებულმა "ტორპედომ" სეზონი რიხით დაიწყო, თუმცა ბოლო შეხვედრებში ვეღარ იჩაუქა.
"ზესტაფონს" რაც შეეხება, სეზონისწინა მზადებას გვიან შეუდგა, სერბი რატკო დოსტანიჩის მწვრთნელობისას წელში ვერ გაიმართა, მერე კი გია გეგუჩაძე დააბრუნეს მთავარ მწვრთნელად, ვინც ბოლო პერიოდში კი ქუთაისის "ტორპედოსაც" თავკაცობდა.
მატჩის წინ "ზესტაფონის" თავკაცს მომავალ დაპირისპირებაზე ვკითხეთ:
- "ზესტაფონში" რომ მივედი, რასაც ველოდი, დაახლოებით ის სიტუაცია დამხვდა. შეუიარაღებელი თვალითაც შეამჩნევდით, რომ იყო საკადრო პრობლემები, შეტევაში გუნდი
ორკვირიანი პაუზის ნაყოფიერად გამოყენება გვინდოდა, გუნდი წინა ხაზში უნდა გაძლიერებულიყო. არის პრობლემები დაცვაშიც, გვყვანან ტრავმირებულებიც...
- "ზესტაფონის" ლეგიონერები რა შთაბეჭდილებას ტოვებენ? ფაქტია, "დინამოსთან" მათ რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვეს...
- შეცდომები არის და ამის ერთი ხელის მოსმით გამოსწორება რთულია. ლეგიონერები ცუდ შთაბეჭდილებას არ ტოვებენ. რაც მთავარია, გუნდი მომყვება, კონცენტრირებული და მონდომებულია.
- თავდასხმაში არსებული პრობლემები ახსენეთ. ორკვირიანი პაუზის დროს "ზესტაფონმა" ამხანაგური შეხვედრები რომ გამართა, ახალგაზრდა ფორვარდი ოთარ კვერნაძე გამოირჩა. "ტორპედოსთან" შეხვედრაშიც უნდა ველოდოთ მის გამოჩენას?
- ვნახოთ, ცალკეულ ფეხბურთელებზე ლაპარაკი არ მსურს. "ზესტაფონში" სამუშაო ატმოსფეროა და ეს ყველაფერი ფეხბურთელებმა მოედანზე უნდა გადაიტანონ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XIII ტურის წინ: ისტორიულად სასურველი...