ლანჩხუთის "გურიამ" მოიგო, საჩხერის "ჩიხურა" რუსთავში ქულას გამორჩა

AutoSharing Option
24 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ჩემპიოანტის უმაღლესი ლიგის XIII ტურის ოთხი მატჩი გაიმართა.

მარტვილის "მერანმა", რომელიც საშინაო მატჩებს სამტრედიაში მართავს, ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ალექსანდრე კოშკაძემ ანაგარიში 37-ე წუთზე გახსნა, 50-ეზე კი დუბლი მიითვალა. მარტვილელებმა მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხეს - 65-ე წუთზე ლაშა კუჭუხიძემ გაიტანა.

* * *
რუსთავის "მეტალურგმა" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა და ფრეს გამორჩა - 1:1.

სტუმრებმა დაწინაურებმა უკვე მეხუთე წუთზე, ბესიკ დეკანოიძის გოლით შეძლეს. რუსთაველებმა ანგარიშის გათანაბრება და ქულის გადარჩენა დენის დობროვილსკის (57) გოლით მოახერხეს.

* * *

გორის ცენტრალურ სტადიონზე ბოლნისის "სიონმა" ცხინვალის "სპარტაკი" მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:2 სძლია.

ანგარიში ალექსანდრე გოგობერიშვილმა გახსნა (18). ათიოდე წუთში გიორგი თექთურმანიძემ გაათანაბრა, ლაშა ჩაფიძემ (68) კი ცხინვალელები წინ გაიყვანა, თუმცა დროებით. 83-ე წუთზე ჯერ გიორგი კახელიშვილმა გაათანაბრა, შემდეგ კი ზვიად ლობჟანიძემ (85) ბოლნისელებს გამარჯვება მოუტანა.

* * *
ქულის მოპოვებასთან ახლოს იყო "ზუგდიდი", რომელმაც ახალი მთავარი მწვრთნელის გიორგი დარასელიას თავკაცობით პირველი მატჩი "ვიტ ჯორჯიასთან" გამართა. "მცხეთა პარკზე" გოლი ბოლო წუთამდე არ გასულა, 90-ეზე კი მასპინძლებს გამარჯვება ლევან კუხალეიშვილმა მოუტანა.

* * *
ტურის კიდევ ორი მატჩი, რომელშიც თბილისის "დინამო" გორის "დილას" უმასპინძლებს, ქუთაისში კი "ტორპედო" "ზესტაფონს" მიიღებს, მოგვიანებით გაიმართება.

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XIII ტურის წინ: ისტორიულად სასურველი...
მკითხველის კომენტარები / 2 /
გურიას საღოლ ,მინიმალური დაფინანსების პირობებშიც გუნდი წარმატებულია.ნორმალური სპონსორი არ დარა ვერ მოინახა, ბოლოსდაბოლოს საკუთარ სტადიონზე რო ითამაშოს კლუბმა
guruli
16:53 24-11-2013
0
მართლა ყოჩაღ ბიჭებს. მინიმალური რესურსებით იბრძვიან და კარგი შედეგი აქვთ. გილოცავთ
კაკო
22:08 24-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული