ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ჩემპიონატის ლიდერმა თბილისის "დინამომ" გორის "დილას" უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 1:1.
დუშინ უჰრინის შეგირდებმა ანგარიში მე-17 წუთზე გიორგი გველესიანის გოლით გახსნეს, თუმცა სტუმრებმა გათანაბრება პირველსავე ტაიმში შეძლეს. 42-ე წუთზე გატანილი გოლით ოთარ ხიზანეიშვილი გამოირჩა.
მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.
* * *
მნიშვნელოვანი დაპირისპირება გაიმართა ქუთაისშიც, სადაც "ტორპედომ" "ზესტაფონი" მიიღო. სხვასთან ერთად, "იმერული დერბის" ინტრიგა ქუთაისში მეტოქე გუნდის თავკაცის რანგში გია გეგუჩაძის ჩასვლაც იყო, რომელიც
შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა - მატჩის ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე ავთო ენდელაძემ გაიტანა.
* * *
მარტვილის "მერანმა", რომელიც საშინაო მატჩებს სამტრედიაში მართავს, ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
ალექსანდრე კოშკაძემ ანაგარიში 37-ე წუთზე გახსნა, 50-ეზე კი დუბლი მიითვალა. მარტვილელებმა მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხეს - 65-ე წუთზე ლაშა კუჭუხიძემ გაიტანა.
* * *
რუსთავის "მეტალურგმა" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა და ფრეს გამორჩა - 1:1.
სტუმრებმა დაწინაურებმა უკვე მეხუთე წუთზე, ბესიკ დეკანოიძის გოლით შეძლეს. რუსთაველებმა ანგარიშის გათანაბრება და ქულის გადარჩენა დენის დობროვილსკის (57) გოლით მოახერხეს.
* * *
გორის ცენტრალურ სტადიონზე ბოლნისის "სიონმა" ცხინვალის "სპარტაკი" მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:2 სძლია.
ანგარიში ალექსანდრე გოგობერიშვილმა გახსნა (18). ათიოდე წუთში გიორგი თექთურმანიძემ გაათანაბრა, ლაშა ჩაფიძემ (68) კი ცხინვალელები წინ გაიყვანა, თუმცა დროებით. 83-ე წუთზე ჯერ გიორგი კახელიშვილმა გაათანაბრა, შემდეგ კი ზვიად ლობჟანიძემ (85) გაიტანა და ბოლნისელებს გამარჯვება მოუტანა.
* * *
ქულის მოპოვებასთან ახლოს იყო "ზუგდიდი", რომელმაც ახალი მთავარი მწვრთნელის გიორგი დარასელიას თავკაცობით პირველი მატჩი "ვიტ ჯორჯიასთან" გამართა. "მცხეთა პარკზე" გოლი ბოლო წუთამდე არ გასულა, 90-ეზე კი მასპინძლებს გამარჯვება ლევან კუხალეიშვილმა მოუტანა.
სატურნირო ცხრილი