თამაშის შემდეგ "გურიას" მოთამაშეებმა გრიგოლეთი დატოვეს და სახლებს მიაშურეს. არადა, 4 დეკემბერს მატჩი აქვთ თბილისში, "დინამოსთან"...
"ყველანი წავედით თბილისში, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება"; "უკვე აღარაფრის იმედი არ გვაქვს. "სიონთან" გულშემატკივრებისა და მამა საბას ხათრით ვითამაშეთ. მოსასვლელი პირი რომ არ ჰქონდათ, მამაო შეაწუხეს. მადლობას ვუხდით მამა საბას გვერდში დგომისთვის"; "დღესაც მოგვატყუეს - დაგვპირდნენ, რომ 500-500
"ლელოს" კი აცნობეს, ორშაბათს დილით "გურიას" გულშემატკივრები მთავარი ადმინისტრაციული შენობის წინ შეიკრიბებიან და ხელისუფლებას გუნდის დახმარებას მოსთხოვენო. რამდენად შედეგიანი იქნება ქომაგების ძალისხმევა, არავინ იცის, რადგან ამჟამად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დეფიციტურია და ზოგიერთ ორგანიზაციაში ეჭვობენ კიდეც, დეკემბრის ხელფასებს დაარიგებენ თუ არა.
ჯერჯერობით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმედს ვერ იძლევიან.
ამ ეტაპზე არ ჩანს რეალური ვარიანტი იმისა, რომ კლუბში ინვესტორი მივიდეს. რამდენიმე დღეში პრობლემა თუ არ მოგვარდა, "გურიას" დაშლის საფრთხე მოსალოდნელიდან რეალობად გადაიქცევა. ძირითადი შემადგენლობის გაფიცვის შემთხვევაში, დარჩენილ თამაშებში "გურია", სავარაუდოდ, დუბლშემადგენლობით იასპარეზებს.
ამჟამად ცნობილია, რომ "გურია" 16-მა ფეხბურთელმა დატოვა და ხელფასის დაურიგებლობის შემთხვევაში, გუნდში დაბრუნებას არ აპირებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გურია-სიონი 1:2 - ბოლო მატჩი დაშლამდე?