გურია-სიონი 1:2 - ბოლო მატჩი დაშლამდე?

AutoSharing Option
დაწყებამდე ორი საათით ადრე გაურკვეველი იყო, გაიმართებოდა თუ არა მატჩი "ჩელე არენაზე". ბოლო მომენტში "გურიას" მესვეურებმა პრემიალურის დარიგება მოახერხეს და ფეხბურთელები თამაშზე დაიყოლიეს.

აქვე დასაზუსტებელია, რომ მათი პროტესტის მიზეზი გაუცემელი ხელფასებია.

რა თქმა უნდა, "მასპინძელთა" თამაშს თავისი დაღი დაასვა ჩაშლილმა წვრთნამ და წინასაბოიკოტო სიტუაციამ, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ უფულოდ დარჩენილი გურულები მინიმუმ ფრეს არ იმსახურებდნენ.

ყველასდა გასაოცრად, რომან პოკორას შეგირდებმა ასეთ ვითარებაშიც მოახერხეს მობილიზება და "სიონს" თავიდანვე შეუტიეს. ამას სტუმართა მხრიდან უხეშობა მოჰყვა, რითიც, განსაკუთრებით, ექსგურული ალეკო გოგობერიშვილი გამოირჩა -
ორ წუთში ორჯერ იუხეშა და თორნიკე გვანცელაძეს უნდა უმადლოდეს, უკვე მე-12 წუთზე მისი გუნდი კაცნაკლული რომ არ დარჩა - წამების წინ არბიტრმა გოგობერიშვილი გასაძევებლად ვერ გაიმეტა...

Sportall.Geმალევე მატჩის განმსჯელმა გურულების რისხვა დაიმსახურა, როცა საჯარიმოში, საეჭვო სიტუაციაში, ხელით თამაშის დაფიქსირება მოსთხოვეს. სამაგიეროდ, ათიოდ წუთში არბიტრმა უყოყმანოდ გაიშვირა ხელი 11-მეტრიანი ნიშნულისკენ, როცა ქემოკლიძემ გურულთა სასტარტოში გამოჩენილი ჯოხაძე მოცელა.

პენალტი ჩიკვილაძემ ისე შეასრულა, მერლანს შანსი არ დაუტოვა - 1:0.

გოლმა "სიონი" დააბნია. განსაკუთრებით, უკანა ხაზი სცოდავდა და ეს მეკარესაც გადაედო. ერთ ეპიზოდში მერლანმა საჯარიმოს ხაზთან არადამაჯერებლად ითამაშა, თუმცა ლანჩხუთელმა შემტევებმა შანსი ვერ გამოიყენეს.

იქვე მეკარემ მცველის უხეიროდ დაბრუნებული ბურთი უხეიროდვე მოიგერია და გურულებს უკვე საშემსრულებლო ოსტატობა აღარ ეყოთ, წინგამოსული მერლანისთვის ბურთი თავზე გადაეგდოთ.

თითქოს, "გურიას" ტაიმის ფორით ჩამთავრებას საფრთხეს არაფერი უქმნიდა, მაგრამ ასე არ ფიქრობდა გამოცდილი თორნიკე აფციაური - მან ოთხ წუთში ორი საგოლე გადაცემა გაუკეთა ორ გიორგის: მის მიერ მოწოდებული კუთხური ბობღიაშვილის კარის "ცხრიანში" განუგრავამ "ჩასვა", ხოლო მცველების მიუტევებელი შეცდომის შემდეგ უკვე კახელიშვილმა ივარგა - 2:1.

ამის შემდეგ საინტერესო იყო, "გურია" ამჯერადაც შეძლებდა თუ არა თამაშის შემოტრიალებას? თუ გავითვალისწინებთ, რომ სტუმრებს გადაცემებისას წუნი ხშირად მოსდიოდათ, გურულები კი მრავალჯერ მოხვდნენ დასარტყმელ პოზიციაზე, მინიმუმ გათანაბრება არ უნდა გასჭირვებოდათ. თუმცა, რატომღაც, ლანჩხუთელი შემტევები აყოვნებდნენ შეტევას, რაც მეტოქის მცველებს პოზიციების გასამაგრებლად დროს უტოვებდა.

კვლავ გაგრძელდა ხისტი თამაში, რომელიც ზოგჯერ უხეშობაში გადადიოდა. ამის პარალელურად, დაძაბულობა იყო ტრიბუნებზე - "სიონის" წარმომადგენლებსა და "გურიას" ფანებს შორის დაპირისპირება მთელ მეორე ტაიმს გასდევდა ფონად.

ერთხელ კი ვითარება მოედანზეც დაიძაბა, როცა ბოლნისელთა მწვრთნელმა ლადო ბურდულმა ბურთი განზრახ გადააგდო და მოჩქარე გურული მობურთალები და კონფლიქტი არბიტრმა შეაჩერა.

ლანჩხუთელები შეცვლებითაც ეცადნენ ვითარების გამოსწორებას. თავის მხრივ, "სიონი" კონტრშეტევებზე ფიქრობდა, თუმცა სველი მინდორი ამაში ხელს უშლიდა.

ბოლოს "გურიამ" უკანა ხაზი მთლიანად "მოაშიშვლა", მაგრამ სტუმრებმა ანგარიშის გაზრდა ვერ მოახერხეს. ამის ყველაზე რეალური შანსი მე-60 წუთზე კახელიშვილს ჰქონდა, როცა "გურიას" მცველს საკუთარი მეკარის დარტყმული "გაეპარა", მაგრამ ბობღიაშვილთან პირისპირ გასულმა მეკარეს ვეღარ აჯობა, დამატებაზე კი კარს გადააცილა.

ბოლოს, "გურიას" მთავარმეგოლე ისიანს შეეძლო გატანა, თუმცა მის მიერ ახლოდან დარტყმულზე მერლანმა შესაშური რეაქცია გამოავლინა და თავისიანებს ქულები გადაურჩინა.

ამ წაგებით "გურიამ" მოწინავე ექვსეულში მოხვედრის შანსი გაირთულა, ხოლო ზედიზედ 6 მატჩის მოგების შემდეგ ამ სეზონში "შინ" პირველად წააგო.

ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 11
ი. მოდებაძე (დილა) 9
დ. გოგა (დინამო, თბ) 8
ჩისკო (დინამო, თბ) 5
თ. კაპანაძე (ტორპედო) 5
ვ. ისიანი (გურია) 5

XV ტური
4 დეკემბერი, ოთხშაბათი
ზესტაფონი-ჩიხურა
მეტალურგი-დილა
დინამო-გურია
სიონი-ზუგდიდი
მერანი-ვიტ ჯორჯია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული